ფინანსები
04/10/2020

"სესხების საყოველთაო რესტრუქტურიზაცია აღარ იქნება, განიხილება ინდივიდუალური შემთხვევები"

კომერციული ბანკები როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებთან სესხების რესტრუქტურიზაციის საკითხზე ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა განუცხადა. ალექსანდრე ძნელაძე ამბობს, რომ ამ რესტრუქტურიზაციას საყოველთაო სახე არ ექნება, თუმცა ინდივიდუალური შემთხვევები განიხილება.

„ბანკებში ინდივიდუალურ რეჟიმშიც მიმდინარეობს სესხების მონიტორინგი და რესტრუქტურიზაციის მოთხოვნის შემთხვევაში ბანკები გამოთქვამენ მზადყოფნას მის გასაკეთებლად. უბრალოდ, ეს აღარ არის საყოველთაო რესტრუქტურიზაცია და კონკრეტულ ვადაზე გადავადება. აქ სტანდარტული პირობების წინაშე დგებიან კლიენტები. ეს ის მოცემულობაა, რისი შესაძლებლობაც კომერციულ ბანკებს დღეის მდგომარეობით აქვთ. დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს კლიენტებთან მუშაობა, განიხილება რესტრუქტურიზაციის დეტალები. ეს არ არის კონკრეტულად სამთვიანი, ან ოთხვიანი და შეესაბამება მოლოდინებს, რაც ბიზნესს, ან ფიზიკურ პირებს აქვთ. ფიზიკური პირების შემთხვევაში საუბარია მათზე, ვინც დასაქმებული იყვნენ ტურისტულ სექტორში და მათი იდენტიფიცირება შესაძლებელი იყო. ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი რესტრუქტურიზაციაზე საუბარი, უბრალოდ, ახსნილი უნდა იყოს, რა ზიანი მიაყენა ბიზნესს COVID-მა და რა მოლოდინები აქვთ ამა თუ იმ ფიზიკურ პირებს. შემოსავალი როგორ უნდა აღდგეს და როგორ უნდა გადაიხადონ გადავადებული ვალდებულება, ამის დადასტურება აუცილებელი პირობა იქნება“,- აღნიშნა ძნელაძემ.

მისივე თქმით, ტურისტული სექტორი გარკვეულ შეღავათებს უნდა ელოდოს სააგენტო „აწარმოე საქართველოდანაც“.

„პირველი და მეორე გადავადების შემდეგ კომერციულმა ბანკებმა დააიდენტიფიცირეს ის სექტორები და პირები, ვისაც უფრო გრძელი რესტრუქტურიზაცია სჭირდება და მიმდინარეობს მათთან მოლაპარაკება გრძელვადიან რესტრუქტურიზაციაზე. ასევე „აწარმოე საქართველოდან“ არის მოლოდინი, რომ გარკვეული მიმართულებით გაფართოვდება, მაგალითად, სასტუმროების სუბსიდირების პროექტი და დღევანდელი მდგომარეობით, მიმდინარეობს მუშაობა, თუ რა შეიძლება მოხდეს და რა მიმართულებით გაფართოვდეს. ესეც ხელს შეუწყობს რესტრუქტურიზაციებს“,- აღნიშნა ძნელაძემ.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023