ფინანსები
14/09/2020

შეზღუდვის მიუხედავად, ბანკები სადაზღვევო პოლისების შეძენისას საკომისიოს მაინც იღებენ - IU

არაპროფილური აქტივების ფლობის საკითხი საფინანსო სექტორში დღის წესრიგიდიან არ მოხსნილა, - აცხადებს „ბიზნესპარტნიორთან“ „დაზღვევის კავშირის“ თანათავმჯდომარე ვასილ ახრახაძე.

მისი ინფორმაციით, არაპროფილური აქტივების შეზღუდვის დარეგულირებისკენ პირველი ნაბიჯი გასული წლის 1-ელი ნოემბრიდან მეტ-ნაკლებად გადაიდგა, როცა საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა გამოსცა ახალი დადგენილება, რითიც საბანკო არხებით გაყიდული სადაზღვევო პოლისებიდან საკომისიოს მიღება შეიზღუდა. 

ახრახაძის განცხადებით, ეს რეგულაცია საკმარისი არ არის, რადგან ბანკებმა სხვა გამოსავალი მოძებნეს და დაზღვევის პოლისებში ფიქსირდებიან არა როგორც დამზღვევები, არამედ როგორც ბენეფიციარები. შესაბამისად, საკომისიოს მაინც იღებენ.

„დადგენილებაში  ბანკი არ წერია, განმარტებულია, რომ დამზღვევი და სადაზღვევო აგენტი, ანუ საკომისიოს მიმღები არ შეიძლება ერთი და იგივე პირი იყოს. კანონმდებლობით, დამზღვევი არის პირი ან ორგანიზაცია, რომელიც იხდის სადაზღვევო პრემიას და არ შეიძლება ამავე დროს იყოს საკომისიოს მიმღები, ანუ სადაზღვევო აგენტი. ამას ადრე ბანკები დაუფარავად აკეთებდნენ, როდესაც კლიენტს ახდევინებდნენ თანხას იმ უზრუნველყოფის დასაზღვევად, როდესაც კრედიტი უნდა გაცემულიყო. ტარიფსაც თვითონ უდგენდნენ და შემდგომ მიღებული შემოსავლიდან საკომისიოს ოდენობასაც თვითონ უდგენდნენ. ეს კი კლიენტმა არ იცოდა,“ - აცხადებს ახრახაძე.

მისი ინფორმაციით, დღეს საკითხის კარგად დარეგულირებისთვის დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური ისევ მუშაობს.

„ვირუსის შემთხვევაში, როდესაც შეხვედრები შეზღუდულია, მათ შორის კლიენტებთან, ბანკები და ბანკებთან ასოცირებული სადაზღვევო კომპანიები უფრო მეტად მომგებიან სიტუაციაში არიან. ისინი პროგრამულადაც ინტეგრირებულები არიან აფილირებულ სადაზღვევო კომპანიასთან და ყოველგვარი ალტერნატივის გარეშე სთავზობენ კლიენტს  მხოლოდ  ერთ სადაზღვევო კომპანიას. შესაბამისად, ამ სიტუაციაში კიდევ უფრო რთულია რაიმე ალტერნატივის მოძიება კლიენტისთვის.

ამიტომ მსესხებელი იძულებული ხდება დათანხმდეს შექმნილ სიტუაციაში იმ ერთადერთ შემოთავაზებას, რომელსაც ბანკი, საკრედიტო ოფიცერი მას სთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მდგომარეობა უფრო დამძიმებულია, რითიც ხეირობს ისევ და ისევ ბანკი და მასთან დაკავშირებული სადაზღვევო კომპანია,“ - აცხადებს ვასილ ახრახაძე.

მისი ინფორმაციით, ჯობდა საკითხი დროულად გადაწყვეტილიყო, რადგან შექმნილ სიტუაციაში ფაქტია, რომ ის კომპანიები, ვის უკანაც ბანკი არ დგას და ბაზარზე დამოუკიდებელ სადაზღვევო კომპანიებად ოპერირებენ, კლიენტს სთავაზობენ უფრო მეტ  თავისუფალ არჩევანს, უფრო მეტად არიან ვირუსის პერიოდში შესაძლებლობას მოკლებულნი რომ კლიენტთან პირდაპირი წვდომა ჰქონდეთ. შესაბამისად, მათთვის, ნებისმიერი კლიენტი, რომელიც ბანკში კრედიტის ასაღებადაა მისული, დაკარგული კლიენტია.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023