ფინანსები
26/06/2020

სიახლეები ლიბერთის ინტერნეტ და მობაილ ბანკის მომხმარებლებისთვის

ლიბერთის განახლებულ ინტერნეტ და მობაილ ბანკში საბანკო ოპერაციების შესრულება კიდევ უფრო გამარტივდა და დაემატა ახალი ფუნქციები, რომლებიც ლიბერთის მომხმარებელს აძლევს საშუალებას ბანკში ვიზიტის გარეშე:

• დაგროვებად ანაბარზე დაამატოს თანხა
• ჩართოს/გამორთოს სასესხო შეთავაზებები
• გახსნას ვადიანი ანაბარი სახლიდან გაუსვლელად

ლიბერთის მომხმარებლებს ამიერიდან დაგროვებად ანაბარზე თანხის შესატანად აღარ დასჭირდებათ ბანკში ვიზიტი. თანხის დამატების ღილაკი „ანაბრების“ დეტალების გვერდზე, უკვე გაძლევთ საშუალებას დაგროვებად ანაბარზე შეიტანოთ თანხა ერთჯერადად, ან ჩართოთ ავტომატური გადარიცხვა და სასურველი სიხშირით შეავსოთ თქვენი ანაბარი. ფუნქცია მობაილ ბანკშიც მალე გახდება ხელმისაწვდომი.

აღსანიშნავია, რომ ინტერნეტ და მობაილ ბანკში სულ ცოტა ხნის წინ გაჩნდა ვადიანი ანაბარის სახლიდან გაუსვლელად გახსნის ფუნქციაც.

რაც შეეხება სასესხო შეთავაზებების ჩართვა-გამორთვის შესაძლებლობას, ფუნქცია კიდევ ერთი საშუალებაა იმისთვის, რომ ლიბერთის მომხმარებელმა საკუთარი ფინანსების შესახებ გადაწყვეტილება დისტანციური არხით დააფიქსიროს. ლიბერთი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანია, იზიარებს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის პრინციპებს და სასესხო შეთავაზებების დასამუშავებლად სრულ თავისუფლებას აძლევს საკუთარ მომხმარებელს. იმ შემთხვევაში, თუ ბანკის მომხმარებელი თავად მოისურვებს შეთავაზებებით სარგებლობას, შეუძლია მარტივად - ინტერნეტ ბანკის პარამეტრების გვერდზე, დამატებითი სერვისების კატეგორიაში გაიაქტიუროს სერვისი. გააქტიურების შემთხვევაში, ბანკს ექნება შესაძლებლობა დისტანციურად შესთავაზოს მასზე მორგებული, კონკურენტუნარიანი საკრედიტო პროდუქტები.

ლიბერთის დისტანციური სერვისები: www.365.ge

ლიბერთი ბანკი, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია. ბანკის აქტივები 2 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 550 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023