ფინანსები
20/01/2022

"სითი მოლის" $30 მლნ-იანი ობლიგაციების ემისია სებ-მა დაამტკიცა

სითი მოლის (გლდანი, საბურთალო) მფლობელი "აი ჯი დეველფმენტ ჯორჯია" 30 მლნ დოლარის ობლიგაციების განთავსებაზე აცხადებს (ნომინალი - $1 000 ).

პირველი, $15 მლნ-ის განთავსება 28 იანვარს არის დაგეგმილი. მე-2 ასევე 2-წლიანი ვადიანობის $15 მლნ-ის ობლიგაციები კი აპრილში განთავსდება.

კომპანიის დირექტორის ლევან მესხელის ინფორმაციით, ემისია ქსელის გაფართოებას და ახალ პროექტებს ემსახურება. ასევე აღნიშნა, რომ ფინანსების პრობლემა კომპანიას არ აქვს, თუმცა დივერსიფიცირება მნიშვნელოვანია და ეს ინსტრუმენტიც.

"აი ჯი დეველფმენტი" ბაზარზე შვილობილი კომპანიით "სითი დეველოპმენტით" არის წარმოდგენილი, რომლითაც დეველოპერულ სექტორში ჯგუფი შარშან შევიდა და $200 მილიონიან ინვესტიციას ახორციელებს.

თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე, სამხრეთ კავკასიაში საბჭოთა ჯარების ყოფილი შტაბბინის ე.წ „ზაკვოს“ შენობის მფლობელი (შარშან შეიძინა) მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს.

30 მლნ-ის ბონდების ორივე პროსპექტი სებ-მა უკვე დაამტკიცა. ბროკერი "გალტ ენდ თაგარტია", რომელსაც სულ, 1 მლრდ ლარზე მეტი განთავსების (საჯარო და კერძო) აგენტია, მათ შორის 2021-ში ევრობონდის 2 ემისიის (სახელმწიფო და რჯკინიგზა) საერთაშორისო საფინანსო ინსტუტურის (EBRD) 3 ემისიის და 7 ემისიით ადგილობრივ ბაზარზე (კერძო და საჯარო განთავსება) .

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023