ფინანსები
09/10/2023

"სკოლებში უფასო კვება ტექნიკურად რთულია, რადგან, ყველა სკოლას შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ გააჩნია"

იქნება თუ არა 2024 წელს საჯარო სკოლებში უფასო კვება? - ეს ერთ-ერთი ის საკითხია, რომელის გათვალისწინებასაც საპარლამენტო ოპოზიცია მომავალი წლის ბიუჯეტში ითხოვს. თუმცა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე,გიორგი კაკაურიძე განმარტავს რომ, ტექნიკურად ეს რთული განსახორციელებელია, რადგან ყველა სკოლას შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ გააჩნია.

„ეს არის მართლა მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც ოპოზიციამ 2023 წლის ბიუჯეტის განხვილის დროსაც დააყენა. მაშინაც აღვნიშნე და დღესაც გავიმეორებ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ნაწილი არა სოციალური, არამედ განათლების კუთხით, ამიტომ, ამ მიმართულებით ვიმუშავებთ. თუმცა, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ დღეს საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურა მზად არ არის იმისთვის, რომ სრულყოფილი კვებით უზრუნველვყოთ ბავშვები, ამიტომ გარკვეული გადაწყვეტილებები იქნება მისაღები. შევხედავთ, ტექნიკურად ეს შესაძლებელი იქნება თუ არა 2024 წელს და ფისკალურად თუ შევძელით. თუმცა, ფისკალი ძალიან მეორეხარისხოვანია, ვინაიდან განათლება არის ერთ-ერთი პრიორიტეტი ჩვენთვის“- აცხადებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, თუკი, საჯარო სკოლებში უფასო კვების შეთავაზება მოხერხდა, ეს გამონაკლისის გარეშე, ყველა სკოლაზე უნდა გავრცელდეს.

„შეიძლება ფინანსური რესურსი სხვა რამეს მოვაკლოთ და აქეთ გადავანაწილოთ, ვინაიდან, ეს არის განათლებისთვის და მომავალი თაობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ამიტომ ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ ტექნიკურად, ეს მთელი საქართველოს მასშტაბით მოხერხდეს. არ არის სწორი მხოლოდ საპილოტედ გაკეთდეს და მხოლოდ კარგ სკოლებში ჰქონდეთ ბავშვებს კვება. ყველა სოფელში, ყველა მუნიციპალიტეტში უნდა შევძლოთ ბავშვების კვება, ამიტომ, ამ მიმართულებით თუ ნაბიჯს გადავდგამთ, იქნება ყველასთვის. დისკრიმინაციულად ვერ გავაკეთებთ, რომ სადაც გარემონტებულია, მხოლოდ იქ დავიწყოთ - რა შემოთავაზებაც იყო“ - აცხადებს გიორგი კაკაურიძე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023