ფინანსები
24/06/2020

სქროლის და თიბისის საზაფხულო აქცია სტუდენტებისთვის - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30%

თიბისის, სქროლისა და ვიზას თანამშრომლობის ფარგლებში, თიბისი სტუდენტებს მთელი ზაფხულის განმავლობაში აქციას სთავაზობს - სქროლით მგზავრობის საფასურის თიბისის სტუდენტური #შენიბარათით გადახდის შემთხვევაში, თანხის 30%-ს უკან დაიბრუნებ.

ელექტრო სკუტერების გაზიარების სერვისით და შესაბამისად ამ აქციით სარგებლობა თბილისსა და ბათუმში შეგიძლია. გადახდილი თანხის 30% კი უკან დაგიბრუნდება არაუგვიანეს 4 სამუშაო დღისა.

აქციით სარგებლობისათვის:

გადმოწერე აპლიკაცია - Bird მობილურში;
გაიარე რეგისტრაცია;
მიაბი თიბისის სტუდენტური #შენიბარათი აპლიკაციას და მონიშნე გადახდის მეთოდად;
იპოვე რუკაზე სკუტერი;
დაასკანერე QR კოდი, დააჭირე unlock ღილაკს და სკუტერი აქტიურია.

„თიბისისთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია ყველა იმ პროექტისა თუ ინიციატივის მხარდაჭერა, რომელიც ახალ თაობას, ტექნოლოგიებსა და ცხოვრების გამარტივებას უკავშირდება. სტარტაპი სქროლი ამ სამივე მიმართულებას წარმატებით აერთიანებს. სტუდენტებისთვის, ვისთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანია ფულის დაზოგვა და ქალაქის სხვადასხვა წერტილში სწრაფად მოხვედრა, სქროლთან ერთად, აქ, ახლა მარტივად და ხელსაყრელ ფასად გადაადგილებას ვთავაზობთ. რაც მთავარია, გადაადგილების ეკოლოგიურად სუფთა, ინდივიდუალური, სწრაფი და მობილური მეთოდი, რომელიც სოციალურ დისტანცირებასაც უწყობს ხელს, ახალგაზრდებს ცხოვრებას უმარტივებს და ქალაქს საცობებისგან ათავისუფლებს“, - თორნიკე გოგიჩაიშვილი, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

სქროლის მიზანია დიდ ქალაქებში ურბანული მობილობის დღევანდელი სირთულეების მოგვარება და ეკოლოგიური პრობლემების ინოვაციური მეთოდებით გაუმჯობესება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023