ფინანსები
16/11/2022

თბილისის მერიამ საკრებულოს 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია გადაუგზავნა

თბილისის მერიამ დედაქალაქის საკრებულოს 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია უკვე გადაუგზავნა, თუმცა, ჯერ დოკუმენტში ფინანსთა სამინისტროსგან, ცენტრალური ხელისუფლებისგან მისაღები დამატებითი ტრანსფერი ასახული არ არის.

„ბიუჯეტის პირველადი ვერსია მოიცავს მხოლოდ მუნიციპალიტეტისთვის აუცილებელ მიმდინარე ხარჯებს და გარდამავალ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. მასში არ არის ასახული პროექტები, რომლებიც უნდა განხორციელდეს 2023 წელს, დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა რაიონსა და უბანში. მომდევნო ერთი თვის განმავლობაში, გვაქვს შესაძლებლობა, აქტიურად ვიმუშაოთ ფინანსთა სამინისტროსთან, ცენტრალურ ხელისუფლებასთან, დამატებითი დაფინანსების მიღების მიზნით, რათა შევძლოთ იმ პროექტების განხორციელება, რომელიც დედაქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც დაზუსტდება კონკრეტული ოდენობა, თუ რა თანხით დაეხმარება ცენტრალური ბიუჯეტი თბილისის მუნიციპალიტეტს, საბოლოო პროექტი ისევ საკრებულოს წარედგინება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023