ფინანსები
29/10/2021

TI: 2022 წელს კოვიდპაციენტების მკურნალობისთვის ბიუჯეტის შემცირება არარეალურია

2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, კორონავირუსთან დაკავშირებით ბიუჯეტი, წინა წელთან შედარებით, 310 მლნ ლარით მცირდება. ბიუჯეტში გამოყოფილია 500 მლნ ლარი. 

ამასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" ამბობს, რომ ვაქცინაციის ტემპიდან გამომდინარე,  კოვიდპაციენტების მკურნალობაზე გამოყოფილი თანხების შემცირება არარეალურია. 

მათი თქმით, მაღალია ალბათობა, რომ ამ მიმართულებით ასობით მლნ ლარით მეტი იქნება საჭირო. 

"მისასალმებელია, რომ ბიუჯეტის ხარჯები და დეფიციტი მცირდება, თუმცა ვაქცინაციის ტემპიდან გამომდინარე, 2022 წელს „კოვიდპაციენტების” მკურნალობაზე გამოყოფილი თანხის განახევრება არარეალური ჩანს. მაღალია ალბათობა, რომ რეალურად ამ მიმართულებით ასობით მლნ ლარით მეტი იქნება საჭირო. ფისკალური რისკების შესამცირებლად, ეს გარემოება ბიუჯეტში გათვალისწინებული უნდა იყოს", - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში. 

ბიუჯეტის შემცირებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ მომავალი წლიდან, ინტენსიური ვაქცინაციიდან გამომდინარე, პანდემიის სიმძიმე შემცირდება. 

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ვაქცინაციის ტემპი შემცირებულია. 

ინფორმაციისთვის, 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში კომიტეტებმა უკვე განიხილეს. ახლა ფინანსთა სამინისტრომ საკანონმდებლო ორგანოს ბიუჯეტის პროექტის განახლებული ვერსია უნდა წარუდგინოს, რომელსაც სესიაზე გაიტანენ დასამტკიცებლად. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023