ფინანსები
29/04/2020

თიბისი აზერბაიჯანულ შვილობილ ბანკში კაპიტალს ზრდის

აზერბაიჯანის ბაზარზე თიბისის შვილობილი Yelo Bank-ი (რომელიც მანამდე Nikoil Bank-ისსახელით ოპერირებდა) მომგებიანობის დაბრუნებას 2021 წლისთვის გეგმავს.

ბანკის მმართველის ნიკოლოზ შურღაიას თქმით, ბანკი წლის დასრულებას მოგებით გეგმავდა, თუმცა კორონავირუსმა ამ გეგმებში კორექტირება შეიტანა.

ნიკოლოზ შურღაია interfax.az-თან აღნიშნავს, რომ იმ ფაქტმა რომ ბანკმა პირველი კვარტალი ზარალით (6.2 მლნ მანათი) დაასრულა არავინ უნდა შეაშინოს, რამდენადაც უმეტესად წლის დასაწყისში  აქტიურობა დაბალია. “ვფიქრობთ, წლის ბოლოს მოგებით დავასრულებთ და თუ მოგებაზე წლის ბოლოსთვისაც ვერ გავალთ, მაშინ მომავალ წელს აუცილებლად”, – განაცხადა შურღაიამ.

ბანკი აზერბაიჯანის ბაზარზე კაპიტალის გაზრდასაც გეგმავს. აქციონერებმა კაპიტალის 61,6 მლნ მანათიდან 91 მლნ-მდე ($36 მლნ-დან – $53,5 მლნ-მდე) გაზრდაზე გადაწყვეტილება უკვე მიიღეს.

კაპიტალის გაზრდა სამ ეტაპად მოხდება. შურღაია განმარტავს, რომ ამ დროისთვის ბანკი კაპიტალის ზრდის აუცილებელი საჭიროება არ გააჩნია, ამიტომაც გადაწყდა კაპიტალის 3 ტრანშად შევსება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023