ფინანსები
11/12/2020

თიბისი ბანკმა გარემოსდაცვითი მართვის სისტემის ISO 14001:2015 მასერტიფიცირებელი აუდიტი წარმატებით გაიარა

თიბისი ბანკმა გარემოსდაცვითი მართვის სისტემის ISO 14001:2015 მასერტიფიცირებელი აუდიტი წარმატებით გაიარა და სერტიფიკატის მიღების პროცესშია. ეს ადასტურებს, რომ თიბისის გარემოსდაცვითი სისტემა საერთაშორისო სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისად იმართება.

ISO 14001:2015 გარემოსდაცვითი მართვის სისტემის ყველაზე ფართოდ აღიარებული საერთაშორისო სტანდარტია. აღნიშნული სტანდარტი შეიქმნა კომპანიებისთვის, რომელთა საქმიანობაც პირდაპირ, ან ირიბ გავლენას ახდენს გარემოზე. გარემოსდაცვითი მართვის სისტემის სერტიფიცირება მოხალისეობრივი, არასავალდებულო გეგმაა,რომლის დახმარებითაც ორგანიზაცია მუდმივად აუმჯობესებს თავის გარემოსდაცვით საქმიანობასა და მაჩვენებლებს. 

სერტიფიცირების აუდიტის პირველ ეტაპზე, თიბისის სხვადასხვა მიმართულებისა და განყოფილების დოკუმენტაცია შემოწმდა, მომდევნო ეტაპზე კი - გაწერილი პოლიტიკისა და პროცედურების პრაქტიკაში განხორციელების პროცესი და ეფექტურობა.

„გვეამაყება, რომ თიბისი ქვეყანაში პირველი კომპანიაა, რომელმაც გამოწვევებით სავსე  რეალობის პარალელურად, სერტიფიცირების აუდიტის პროცესი დისტანციურად გაიარა და წარმატებით გაართვა თავი. აღნიშნული სერტიფიკატი იმის დასტურია, რომ ყველა ის პროცესი, რომლითაც თიბისი პირდაპირ, თუ ირიბად ზემოქმედებს გარემოზე, საერთაშორისო სტანდარტების და პროტოკოლის შესაბამისია. თიბისი დიდ ყურადღებას უთმობს გარემოსდაცვით საკითხებს. ჩვენი გარემოსდაცვითი მართვის სისტემა 4 მიმართულებას მოიცავს:

შიდა გარემოსდაცვით ღონისძებებს, დაკრედიტების დროს გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების მართვას, მდგრად ფინანსირებასა და გარე კომუნიკაციებს. ISO 14001-ის სერტიფიკატის აღება არა მხოლოდ მიღწევა, არამედ დიდი პასუხისმგებლობაცაა, რადგან არსებული მაღალი სტანდარტების შენარჩუნებისა და განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია, მუდმივად შესაბამისობაში ვიყოთ საერთაშორისო მოთხოვნებთან“, - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023