ფინანსები
19/06/2020

თიბისი ბიზნესისთვის და აწარმოე საქართველოში ერთობლივი შეთავაზება ბიზნესებს

აქ.ახლა, „თიბისი ბიზნესისთვის“ და „აწარმოე საქართველოში”, მცირე და საშუალო ბიზნესების ხელშეწყობისთვის, დაკრედიტების ახალ პროექტს იწყებენ.

პროექტი ბიზნესესხით სარგებლობისას უზრუნველყოფის კომპონენტში სახელმწიფოს მხრიდან 90%-მდე თანამონაწილეობას გულისხმობს. სესხის მინიმალური მოცულობა - 50,000 ლარია, მაქსიმალური კი - 5,000,000 ლარი.

ინიციატივის მიზანს ბიზნესსესხებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა წარმოადგენს მათთვის, ვისაც საკმარისი უზრუნველყოფის შესაძლებლობა არ აქვს. პროექტით სარგებლობა იმ ბიზნესებს შეუძლიათ, რომელთა წლიური რეალიზაცია არ აღემატება 20 მლნ ლარს, ხოლო ჯამური სასესხო დავალიანება - 12 მლნ ლარს.

ინიციატივა ბიზნესებისთვის რესტრუქტურიზაციის მოქნილ სისტემასაც მოიცავს. კერძოდ, მათ, ვისაც COVID-19-ის ზეგავლენის გამო პრობლემები შეექმნათ, შესაძლებლობა აქვთ, საკრედიტო გარანტიის 30%-მდე უზრუნველყოფითაც ისარგებლონ. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023