ფინანსები
09/07/2020

თიბისი FTSE4Good ინდექსში გაწევრიანდა

თიბისი ბანკის ჯგუფი (PLC) FTSE4Good ინდექსის სერიებში გაწევრიანდა.  FTSE4Good-ი მდგრადი ინვესტირების გლობალური ინდექსია, რომელიც იმ კომპანიების ინდენტიფიცირებას ახდენს, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებით ძლიერ გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობის პრაქტიკას ავლენენ.  

„მოხარული ვარ, რომ თიბისი FTSE4Good ინდექსში მოხვდა, ეს კიდევ ერთხელ ხაზს  უსვამს ჩვენს დამოკიდებულებას კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისადმი. თიბისი საქართველოში უდიდესი ფინანსური ინსტიტუტია, ჩვენ ვცდილობთ, რომ მაგალითი მივცეთ სხვა კომპანიებსაც. სერიოზულად ვეკიდებით ჩვენს პასუხისმგებლობას საზოგადოების და გარემოს წინაშე, რათა ყველა ჩართულ მხარესთან პირნათელი და ანგარიშვალდებული ვიყოთ,“ - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

FTSE4Good ინდექსის სერიები საერთაშორისო სარეიტინგო ინდექსია, რომელიც თანამედროვე კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი როლს ასრულებს. იგი ორგანიზაციებს თავიანთი გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობით პრაქტიკების მიხედვით ზომავს და ინდექსს ანიჭებს. გამჭირვალე მენეჯმენტი და მკაფიოდ განსაზღვრული გარემოსდაცვითი და სოციალური პოლიტიკა ის კრიტერიუმებია, რომელიც კომპანიების საინვეტიციო პოტენციალს განსაზღვრავს. 

კომპანიები FTSE4Good ინდექსს ძირითადად შემდეგი მიმართულებით იყენებენ: ისეთი ფინანსური პროდუქტების შესაქმნელად, რომლებიც ფოკუსირებულია მდგრად ინვეტიციებზე, სხვა გარემოსდაცვითი და სოციალურად მდგრადი კომპანიების აღმოსაჩენად და მდგრადი ინვესტიის პორტფელების შესადარებლად.

 

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023