ფინანსები
10/10/2023

თიბისი ჯგუფის ტექ გუნდმა AWS Game Day-ზე მონაწილეობა მიიღო

თიბისი ჯგუფის ტექ გუნდი გვიზიარებს მიღებულ გამოცდილებას ერევანში AWS-ის (Amazon Web Services) მიერ ორგანიზებულ GameDay-ზე. GameDay შეჯიბრია, რომლის ძირითადი მიზანი გადაწყვეტილებების დანერგვის უნარის შემოწმებაა, რათა მონაწილეებმა რეალურ სამყაროში არსებული პრობლემების გადაჭრა რისკისგან თავისუფალ გარემოში ისწავლონ.

“თიბისიში დაგროვებული გამოცდილება ჩვენი გუნდის თითოეული წევრისთვის ღირებული აღმოჩნდა, რადგან მრავალფეორვან და ბევრ ტექნოლოგიასთან გვიწევს შეხება ყოველდღიურად. ამ დონის შეჯიბრზე პირველად გავედით, ამიტომ მიღებული შედეგი მისაღებია. გაუმჯობესება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. მიღებული გამოცდილება, თუნდაც გუნდური მუშაობის კუთხით, მომავალში აუცილებლად გამოგვადგება”. - საბა საყვარელიძე, თიბისის CloudOps ინჟინერი.

თიბისისთვის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის, მნიშვნელოვანია საქართველოში ტექ-კომუნის გაძლიერება და საკუთარი თანამშრომლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023