ფინანსები
11/10/2023

თიბისი კაპიტალი ობლიგაციების ბაზრის განახლებულ მიმოხილვას უკვე ქართულ ენაზეც აქვეყნებს

თიბისი კაპიტალმა ობლიგაციების ბაზრის მიმოხილვა განაახლა, განავითარა და ინგლისურთან ერთად, ახლა უკვე ქართულ ენაზეც აქვეყნებს.

განახლებული კვლევა მაკროეკონომიკურ მიმოხილვას, საერთაშორისო სავალუტო ბაზრების ანალიზსა და როგორც გლობალური, ისე რეგიონული,  სუვერენული და კორპორაციული ობლიგაციების ინდექსებს აერთიანებს.

ანგარიში ყოველ 2 კვირაში ერთხელ გამოქვეყნდება და ინვესტორებს, ინვესტირების დაწყების მსურველებსა და სხვა ყველა დაინტერესებულ მხარეებს ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის ობლიგაციების ბაზარზე მიმდინარე მოვლენების შესახებ.

მაკროეკონომიკური მიმოხილვა მკითხველს ბაზრის საერთაშორისო ეკონომიკურ მდგომარეობასა და ვალუტის ბაზრებზე აქტივობას გააცნობს, თიბისი კაპიტალის ინდექსები კი ინვესტორებს საშუალებს მისცემს რეგიონული ობლიგაციების ფასისა და სარგებლიანობის მოძრაობას დააკვირდნენ და მსოფლიოში არსებული სხვა ინდექსების შემოსავლიანობას შეადარონ. განახლებული ანგარიში მოიცავს შეერთებული შტატების სახაზინო ობლიგაციების ანალიზსაც, რომლებიც ობლიგაციების გლობალური ბაზრების სენტიმენტის მდგენელად განიხილება. 

თიბისი კაპიტალის სუვერენული ობლიგაციების ინდექსი რეგიონის 10 ქვეყნის მიერ გამოშვებულ 26 სუვერენულ ევროობლიგაციას ფარავს, კორპორაციული ობლიგაციების ინდექსი კი - რეგიონული  კორპორაციების მიერ გამოშვებულ 170 ევროობლიგაციას. ინდექსები ყოველკვირეულად ახლდება და რეპორტთან ერთად, 2 კვირაში ერთხელ ქვეყნდება.

თიბისი კაპიტალის ობლიგაციების ბაზრის უახლესი მიმოხილვის მიხედვით, აშშ-ის 10-წლიანი სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობამ 4.7%-იან ნიშნულს გადააჭარბა და აღმავალი ტრენდით ხასიათდება, რაც გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე წნეხს აძლიერებს. ეს მაჩვენებელი 2007 წლის კრიზისის შემდეგ ყველაზე მაღალია.

თიბისი კაპიტალის რეგიონული სამთავრობო ობლიგაციების ინდექსი, 2 კვირის განმავლოაბში, 0.32%-ით შემცირდა. განსაკუთრებით შემცირდა თურქული და რუმინული სამთავრობო ობლიგაციების ფასები, თითოეული 1.5%-ით. მეორე მხრივ, 1.30%-ით გაძვირებულია სომხური სამთავრობო ობლიგაციები, რომელთა ვადაც 2025 წელს იწურება.

თიბისი კაპიტალის ობლიგაციების ბაზრის განახლებულ მიმოხილვას, ამჯერად უკვე ქართულ ენაზეც, გაეცანით ბმულზე.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023