ფინანსები
11/05/2023

თიბისი მომხმარებელს სებ-ის მორიგ რეგულაციაზე ატყობინებს

თიბისი ბანკი მომხმარებელს სებ-ის მორიგი რეგულაციით დაწესებულ პროცედურებზე ატყობინებს. საბარათე ტრანზაქციისას ბანკი კლიენტს პინ კოდს მაისიდან უფრო ხშირად მოსთხოვს, როგორც კი შესყიდვების მოცულობა მიაღწევს 600 ლარს.

სავაჭრო-მომსახურების ობიექტების პოს-ტერმინალებზე 100 ლარამდე გადახდები კვლავ პინ კოდის გარეშე ტარდება. 600 ლარიანი ზღვრის გადალახვის შემდეგ კი ხელახალი ათვლა იწყება, თუმცა განულდება პირველივე პინით დადასტურებული გადახდის ოპერაციით.
ამასთან 10 ლარამდე ტრანზაქციები კალკულაციაში არ გაითვალისწინება.
გამონაკლისია ასევე პარკირების და ტრანსპორტის თვითმომსახურების ტერმინალებზე შესრულებული ოპერაციები. ასევე, Apple pay/Gpay საფულეებით შესრულებული გადახდები.

 

თიბისი ბანკში მაისიდან საცალო და კორპორაციული მომხმარებლისთვის ლარში გადარიცხვების საკომისიოც შეიცვალა. ცვლადის ნაცვლად, ფიქსირებულია.

მაისამდე მოქმედი სატარიფო სქემით, ფიზიკური პირებისთვის ინტერნეტ და მობაილ ბანკით გადარიცხვის საკომისიოს განაკვეთი 0.07% -ით, მინ. 0.90 ლარით, მაქს. 100 ლარით განისაზღვრებოდა. მაისიდან  ზედა ზღვარი შემცირდა. გადარიცხვის მოცულობის  მიხედვით საკომისიო 1, 2, 5, 50 ლარით განისაზღვრა, არაუმეტეს 50 ლარისა.

შეიცვალა იურიდიული პირის მომსახურების ტარიფიც (მხოლოდ ლარის ტრანზაქციებზე): დისტანციური არხებით 1 000 ლარამდე გადარიცხვაზე ₾1, ფილიალიდან კი ₾5 დადგინდა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023