ფინანსები
01/11/2021

თიბისიმ $75 მლნ-ის ობლიგაციები გამოუშვა

თიბისიმ 75 მლნ დოლარის უვადო, დამატებით პირველი რიგის კაპიტალის სუბორდინირებული ობლიგაციები გამოუშვა.

ობლიგაციების შემოსავლიანობა 8.9%-ია.

„მოხარულები ვართ, რომ ობლიგაციების ახალი ემიისიით მოვიზიდეთ დიდი მოთხოვა ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის და აშშ-ს ინვესტორების მხრიდან. ეს ადასტურებს ინვესტორთა ძლიერ ინტერესს თიბისის ხარისხიანი საკრედიტო ისტორიის მიმართ. AT1-ის კატეგორიის ბონდების გამოშვება თიბისის მისცემს შესაძლებლობას შეინარჩუნოს კაპიტალის ეფექტიანი სტრუქტურა და  მყარი ბაზა საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად“, - ამბობს თიბისის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცრიკიძე.

მოსალოდნელია, რომ ობლიგაციები 4 ნოემბრიდან ირლანდიაში, Euronext Dublin Global Exchange Market-ზე დაილისტება.

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023