ფინანსები
30/10/2023

თიბისის მხარდაჭერით ხვალ ტექნოლოგიური ღონისძიება, Agile Summit გაიმართება

თიბისის მხარდაჭერით და Agile mentor-ის ორგანიზებით, 31 ოქტომბერს რესპუბლიკაში ეჯაილის მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება Agile Summit გაიმართება. ღონისძიების მთავარი აქცენტია Heart of Agile — თუ როგორ შეიძლება ეჯაილ იდეები და ტექნიკები მოვარგოთ ნებისმიერი სახის ინიციატივებსა თუ ინდუსტრიებს და არამხოლოდ სოფთვეარ დეველოპმენტს.

გამომსვლელებს შორის „ეჯაილ მანიფესტოს“ თანაავტორი ალისტერ ქობერნი და ანტონ მარკი, ეჯაილის საერთაშორისო კონსორციუმის მიერ სერტიფიცირებული ტრენერი და ქოუჩი იქნებიან. ადგილობრივ გამოცდილებას მსმენელს გუკა კიტია, თიბისის ეჯაილ მწვრთნელი, ჯგუფის ლიდერი გაუზიარებს.

„ეჯაილს ტექნოლოგიურ მიმართულებებში ჩაეყარა საფუძველი და, შესაბამისად, ალესტერისა და მარკისთვის სპიკერისთვის ძალიან ბუნებრივი და ორგანულია. არატექნოლოგიურ მიმართულებებში ეს მიდგომა ახალია და ჩვენ — თიბისი ჩვენს ახალ გამოცდილებებს გაგიზიარებთ, როგორ შევძელით პრაქტიკაში დაგვენერგა ეჯაილ მიდგომები ჩვენს სამუშაო პროცესებში არატექნოლოგიური მიმართულებით“- გუკა კიტია.

ღონისძიებაზე დამსწრეებს საშუალება ექნებათ  დისტანციურად დაუსვან შეკითხვები ეჯაილ მანიფესტოს თანაავტორს, ჩაერთონ ნეთვორქინგში, გაიცნონ ეჯაილ პრაქტიკოსები და დაინტერესებული პროფესიონალები სხვადასხვა ინდუსტრიიდან.

თიბისისთვის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის მნიშვნელოვანია ეჯაილ პროცესების და მასზე ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების მხარდაჭერა.

ღონისძიებაზე დამსწრეების მსურველებს რეგისტრაცია შეუძლიათ გაიარონ ბმულზე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023