ფინანსები
06/07/2020

თიბისის მობაილბანკით სარგებლობა უკვე ინტერნეტის გახარჯვის გარეშეა შესაძლებელი

აქ.ახლა, თიბისის მობაილბანკით სარგებლობა კიდევ უფრო გამარტივდა. დღეიდან, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, მობაილბანკში სასურველი საბანკო ოპერაცია შეასრულონ მაშინაც კი, როცა მობილურ ტელეფონში ინტერნეტპაკეტი ან მეგაბაიტები ამოწურული აქვთ. ისინი ისარგებლებენ მობაილბანკის უფასო ინტერნეტით და არ დაეხარჯებათ საკუთარი თანხა ან ინტერნეტპაკეტი.

სიახლე თიბისიმ მომხმარებლის ცხოვრების გასამრტივებლად შეიმუშავა. უინტერნეტო მობაილბანკით სარგებლობისთვის, მომხმარებელს მობილურ ტელეფონში ინტერნეტი - ე.წ. Cellular data უნდა ჰქონდეს ჩართული. აპლიკაციის გამოყენებას კი ის ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებს.

„მობაილბანკის გუნდი მუდმივად ვცდილობთ, მომხმარებლებს ისეთი სერვისები და პროდუქტები შევთავაზოთ, რაც მათ ბანკთან ურთიერთობას კიდევ უფრო გაუმარტივებს.

აღნიშნული ცვლილებაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. თითოეული ჩვენგანი ალბათ, ხშირად ყოფილა ისეთ სიტუაციაში, როცა მობილურის ბალანსი გვეწურება, არ გვაქვს ინტერნეტპაკეტი გააქტიურებული და ბალანსის შესავსებად მობაილბანკში შესვლა გვჭირდება. დარწმუნებული ვართ, სიახლე მომხმარებელს ამ პრობლემებს გადაუჭრის და კიდევ უფრო გაუმარტივებს სასურველი საბანკო ოპერაციის შესრულებას“, - თეა კობახიძე, თიბისის მობაილბანკის გუნდის წევრი.

სიახლით სარგელობას თიბისის მობაილბანკის მომხმარებლები უკვე დღეიდან შეძლებენ.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023