ფინანსები
07/06/2023

თიბისის ტექ გუნდი API Days გლობალურ კონფერენციაზე წარსდგა

მსოფლიოს წამყვანი კონფერენციის API Days 2023 წლის სერია ჰელსინკში 5-6 ივნისს ჩატარდა. თიბისის Open API-ს გუნდმა ღონისძიებაზე თიბისის ციფრული გამოცდილება ისეთ საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენლებს გაუზიარეს, როგორებიცაა : Google, Postman, AWS და სხვა.

„საერთაშორისო ტექ კომპანიების წარმომადგენლებს გავუზიარე ჩვენი ციფრული გამოცდილების შესახებ, თუ როგორი  ხედვა გვაქვს თიბისიში API-ებთან დაკავშირებით, რა გზა გავიარეთ შიდა და გარე API-ების შემთხვევაში, რა გამოწვევები გვქონდა და რა შევცვალეთ გამოწვევების საპასუხოდ. მსგავსი კონფერენციები იძლევა შესაძლებლობას შევადაროთ ჩვენი კურსი სხვა საერთაშორისო კომპანიების ხედვებს, გავეცნოთ სხვადასხვა გამოცდილებებს და პოტენციური ახალი პარტნიორები თუ მეგობრები შეიძინოთ.“ - სერგო როსტიაშვილი, თიბისის პლატფორმების ტრაიბ ლიდი.

როგორც ტექნოლოგიური კომპანიამ, თიბისიმ, იმისთვის რომ მომხმარებელს საუკეთესო გამოცდილება შესთავაზოს და ინოვაციური გადაწყვეტებით ცხოვრება გაუმარტივოს, ხშირად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

API Days აერთიანებს წამყვან სპეციალისტებს, აძლევს მათ საშუალებას გაუზიარონ გამოცდილება და შეაფასონ ერთმანეთის სერვისები. მსგავს ღონისძიებებში ჩართულობით, ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებასთან და საქართველოს საერთაშორისო იმიჯის გაუმჯობესებასთან ერთად, თიბისის დეველოპერების ეფექტურობას ზრდის და კომპანიის მომხმარებელთა ყოველდღიურ ცხოვრებას კიდევ უფრო ამარტივებს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023