ფინანსები
23/10/2023

"თუ ადრე, 100 კაციდან ქონების გადასახადს 10-15 ადამიანი იხდიდა, რეფორმის შედეგად, ეს რიცხვი გაიზარდება"

უძრავი ქონების მესაკუთრეებს სიახლეები ელით. ყველას, ვინც გარკვეულ ქონებას ფლობს, შესაძლოა, ქონების გადასახადის გადახდა მოუწიოს.

ფინანსთა სამინისტრო რეფორმაზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც, ქონების გადასახადი ფიზიკური პირების ყოველწლიურ შემოსავალზე აღარ იქნება დამოკიდებული. დარგის ექსპერტები აცხადებენ, რომ ამ ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში, კარგად უნდა გაკონტროლდეს, თუ რა ფინანსური რესურსის მქონე ადამიანებს დაუწესდებათ გადასახადი, რათა ეს მათ მძიმე ტვირთად არ დააწვეთ.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“  იურიდიული კომპანია OK&CG-ის  დამფუძნებელმა ოთარ კაჭკაჭაშვილმა განუცხადა, ქონების გადასახადის რეფორმა, რომელზეც ფინანსთა სამინისტრო მუშაობს, მოიცავს როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირების ქონების გადასახადს.

„ეს კანონი დიდ მასებს შეეხება და თუ ადრე, 100 კაციდან ქონების გადასახადს 10-15 ადამიანი იხდიდა, ახლა ეს რიცხვი საგრძნობლად გაიზრდება.  დღეს არსებული წლიური შემოსავლის 40 ათას ლარიანი ზღვარი, რომლის მიხედვითაც პირებს ქონების გადასახადის გადახდა უწევთ, მოძველებული მეთოდია და დღეს აქტუალური აღარ არის,  რადგან, შესაძლოა ადამიანს საქართველოში საერთოდ არ ჰქონდეს შემოსავალი და სხვა ქვეყანაში ჰქონდეს, ან მეორეს მხრივ, შეიძლება შემოსავალი საერთოდ არ უფიქსირდებოდეს, მაგრამ მილიონობით ქონების პატრონი იყოს“, - აღნიშნა  ოთარ კაჭკაჭაშვილმა.

თუმცა, მისივე განმარტებით, ამ რეფორმას შესაძლოა გარკვეული რისკებიც მოჰყვეს.

„არიან ადამიანები, რომლებსაც წინაპრებისგან დარჩათ კონკრეტული ქონება, თუმცა დღეს მათ შემოსავალი არ აქვთ და მათთვის ქონების გადასახადის დაკისრება, დიდი ფინანსური წნეხი იქნება. ამიტომ, რეფორმის დამტკიცების შემთხვევაში, კანონდებლის მხრიდან სწორი ზღვარი იქნება გასავლები, თუ ვინ და როგორ გადაიხდის ქონების გადასახადს“, - განმარტა ოთარ კაჭკაჭიშვილმა.

ცნობისთვის, რეფორმის მიხედვით, ქონების გადასახადი ოჯახების შემოსავალზე არ იქნება დამოკიდებული და ის, იმ ფართით განისაზღვრება, რომელსაც ფიზიკური პირები, თუ კომპანიები ფლობენ. შესაბამისი პროექტი უკვე მომზადებულია და მისი წარდგენა პარლამენტისთვის საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება.

მთავრობაში გეგმავენ, რომ კონკრეტული ზონების მიხედვით, კონკრეტული კვადრატულის ღირებულება დადგინდეს თუმცა,აღნიშნავენ, რომ  დეტალებზე საუბარი ჯერ ნაადრევია და მუნიციპალიტეტებთან კონსულტაციებია გასავლელი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023