ფინანსები
27/06/2023

"თუ მოხდება ზარალის რეგულირების ხარჯების შემცირება, პოლისების ფასებიც შემცირდება"

სადაზღვევო სექტორი ტრანზიტულ პერიოდშია და შემოდგომის შუა რიცხვებამდე ინფლაციის მაჩვენებელს დააკვირდება. როგორც სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, თუ მოხდება ზარალის რეგულირების ხარჯების შემცირება, პოლისების ფასებიც შემცირდება. 

“ბბ დაზღვევის” გენერალური დირექტორი კოტე სულამანიძე  "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს,  სექტორში  მომხმარებლის მხრიდან, ფასების კორექტირებაზე მოთხოვნა არსებობს, თუმცა საჭიროა ინფლაციის დეტალური ანალიზი.

„მართალია, გარკვეულ პროდუქციაზე ფასები მცირდება, თუმცა ადამიანური სერვისები სადაც არის ჩართული, იქ ფასების კლება ნაკლებად ფიქსირდება.

აქედან გამომდინარე,  რთული იქნება დღევანდელი მოცემულობით, ფასების რადიკალურ  შემცირებაზე საუბარი. რაც შეეხება მიმართულებას, სადაც პოლისებზე ფასის კორექტირება უფრო მეტად არის შესაძლებელი, ეს ავტოდაზღვევაა.  ბოლო პერიოდის ინფლაციის ანალიზიდან ჩანს, რომ მანქანის ღირებულება 3 პროცენტით შემცირდა, ნაწილების კუთხით კი, არის ტენდენცია რომ მათი ფასები 13 პროცენტამდე შემცირდეს. თუმცა, მომსახურების ფასები ამ სექტორში ისევ მაღალია“, - აცხადებს  კოტე სულამანიძე.

მისივე განმარტებით, ავტოდაზღვევის ფასების კორექტირებაზე დადებითი გავლენა ექნება ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევასაც, რომელიც, სავარაუდოდ, სავალდებულო მომავალი წლიდან გახდება.

„ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, ავტოდაზღვევას ყველაზე მეტი თეორიული შანსი აქვს, რომ პოლისების ფასები შემცირდეს, თუმცა შემოდგომამდე დავაკვირდებით ინფლაციის ტრენდს, რა სერვისი, თუ პროდუქტები გაიაფდება და რა - არა“, - აღნიშნავს  სულამანიძე.

აღსანიშნავია, რომ მაისში ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებელი შემცირდა. კერძოდ, წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ -0.1% შეადგინა. რაც შეეხება წლიურ ჭრილს, საქსტატის მონაცემებით, ინფლაციის დონე 1.5%-ია. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023