ფინანსები
15/05/2023

თურქული იშბანკი საქართველოში ინვესტიციებს ზრდის

თურქული იშბანკი Isbank საქართველოში ინვესტიციებს ზრდის. იშბანკის (საქართველო) კომერციული დირექტორის უჩა სარალიძის ინფორმაციით, IT ტრანსფორმაციისთვის სასტარტო ინვესტიცია 500 000  აშშ დოლარია, რაც ეტაპობრივად $1 მილიონამდე შეივსება.

ჯგუფი საქართველოს ბაზარზე ოპერირებადი ბანკის პროგრამული უზრუნველყოფის დამოუკიდებელ მოდელზე გადადის, მოქნილობის ზრდისთვის.

მისივე თქმით, იშბანკის ბიზნესმოდელი პოლიტიკური გავლენებისგან, მ.შ. აქციონერის (თურქეთის რესპუბლიკური სახალხო პარტია) მხრიდან, თავისუფალია.

უჩა სარალიძის თქმით, მენეჯმენტს სრული დამოუკიდებლობა აქვს. ბანკირმა აღნიშნა, რომ მშობელი ბანკისგან რაიმე ტიპის დირექტივა, პირდაპირი თუ ირიბი დავალება არასდროს მიუღია. " ბანკის  ზომის და თურქეთის მასშტაბის გათვალისწინებით, ჩვენგან განსხვავებით, პოლიტიკური გავლენებისგან ბიზნესი დაცულია. ყოველ შემთხვევაში, ამის თაობაზე არ გვსმენია. არც რაიმე ნიშნები შეგვინიშნავს. 

როგორც იცით, მილი მეჯლისის არჩევნებში, ერდოღანთან ქირიჩდაროღლუს კოალიცია (რესპუბლიკურ პარტიასთან გაერთიანებული პარტიების ალიანსი) დამარცხდა. რაც დიდი ალბათობით  საპარლამენტო არჩევნების მე-2 ტურის  შედეგებზეც აისახება. 

იშბანკის მენეჯმენტის ინფორმაციით, ჯგუფს საქართველოში საქმიანობის გრძელვადიანი გეგმები აქვს. საინვეტიციო აქტივობაზე არც თურქეთის კრიზისს უმოქმედია.უჩა სარალიძის თქმით, იზრდება ადამიანური კაპიტალიც.

მისი თქმით თურქეთის კრიზისი შვილობილ ბანკზე არ ასახულა. რადგან პორტფელი დივერსიფიცირებულია. მისი თქმით, საქართველოში საქმიანობის გაფართოების სურვილი გარკვეულწილად ბანკის მომგებიანობის ზრდას უკავშირდება. Q1/2023 -ის ანგარიშით,  კაპიტალზე უკუგება (ROE) 17.95%-ია და იში სექტორში მე-6 ადგილზე პოზიციონირებს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023