ფინანსები
30/09/2020

უმოქმედო სესხების მოცულობა შესაძლოა 10%-მდე გაიზარდოს

საბაზო სცენარით უმოქმედო სესხების მოცულობა შესაძლოა 10%-მდე გაიზარდოს. სტრესულ სცენარში კი, ასეთი სესხების მოცულობა შესაძლოა 17%-იც იყო. ამ ნეგატიურ სცენარში ეკონომიკის მყისიერი აღდგენა არ ხდება, შესაბამისად, მსესხებლების გადახდისუნარიანობაც შესუსტდება.

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, რომ თუ არსებული სტატუს ქვო შენარჩუნდა, ცენტრალური ბანკი არ ელის, რომ სესხების დანაკარგებზე შექმნილი 1.2 მილიარდიანი რეზერვის გაზრდის აუცილებლობა დადგება.

პაპუნა ლეჟავა განმარტავს, რომ მარტში მოხდა რეზერვის შექმნა ისე რომ არ ყოფილა კონკრეტული სესხების იდენტიფიცირება.

„ახლა ხდება ამ რეზერვის ალოკაცია კონკრეტულ სესხებზე“, - ამბობს პაპუნა ლეჟავა და განმარტავს, რომ ეს ზარალი უკვე ასახულია საბანკო სექტორის მაჩვენებლებში და კორექტირებას არ ელიან.

აღსანიშნავია, რომ საბაზო სცენარით 2020 წელს ეკონომიკა 5%-ით შემცირდება, ალტერნატიული სცენარებით ვარდნა შესაძლოა 7% ან 9% -იანი იყოს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023