ფინანსები
25/10/2023

ვახტანგ ჭარაია: არსებული გარემოს გათვალისწინებით, სებ-ის გადაწყვეტილება სრულად გამართლებულია

არ ღირს აჩქარება, რომ დღეს სასწრაფოდ იყოს დაწეული რეფინანსირების განაკვეთი, რადგან, შეიძლება, ხვალ საპირისპირო მოქმედების განხორციელება მოგვიწიოს, - ამის შესახებ ეკონომისტმა ვახტანგ ჭარაიამ სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილების კომენტირებისას გააკეთა, რომელმაც რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 10%-ის დონეზე შეინარჩუნა.

ვახტანგ ჭარაია ფიქრობს, რომ სებ-ის გადაწყვეტილება საერთაშორისო გამოწვევებიდან გამომდინარე გამართლებულია. „ამ წუთას სებ-ი საკმაოდ ბევრი გამოწვევის წინაშე დგას და არსებული გარემოს გათვალისწინებით ეს გადაწყვეტილება სრულდ გამართლებულია. მართალია დღეს ინფლაციური ფონი მაღალი არ არის და არ არის ეს მნიშვნელოვანი გამოწვევა საქართველოსთვის, თუმცა რეგიონში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ინფლაციურმა პროცესებმა კვლავ იფეთქოს გამომდინარე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებიდან. ამას ემატება მანამდე არსებული და სხვა უამრავი გამოწვევა, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომიდან მოდის. შესაბამისად, თადარიგის დაჭერა და სტატუს-კვოს შენარჩუნება გამართლებულ ნაბიჯად მიმაჩნია. არ ღირს აჩქარება, იმ მომართულებით, რომ დღეს სასწრაფოდ იქნას დაწეული რეფინანსირების განაკვეთი და შეიძლება, ხვალ საპირისპირო მოქმედების განხორციელება მოგვიწიოს რამაც უფრო მეტი გაუგებრობა გამოიწვიოს ბაზარზე. შესაბამისად სტატუს-კვოს შენარჩუნება გამართლებულია ამ ეტაპზე“, - აღნიშნა ჭარაიამ.

"საქართველოს ეროვნული ბანკი პოლიტიკის განაკვეთის ნორმალიზებას მხოლოდ ნელი ტემპით გააგრძელებს,"- ნათქვამია სებ-ის მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებაში.

ეროვნული ბანკის განმარტებით, შედარებით გაზრდილი გაურკვევლობა, ასევე გაზრდილი დაკრედიტება და საწვავის ფასებზე მზარდი წნეხი ქმნის ვითარებას, რომლის პირობებშიც მიზანშეწონილია მონეტარული პოლიტიკა უფრო ფრთხილი ნაბიჯებით შემსუბუქდეს. შეგახსენებთ, რეფინანსირების განაკვეთი 0,25%-ით სებ-მა წინა მონეტარული პოლიტიკის სხდომაზე, 13 სექტემბერს შეამცირა. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2023 წლის 20 დეკემბერს ჩატარდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023