ფინანსები
21/01/2021

ვალუტის გადამცვლელი პუნტების რაოდენობა შემცირდა - პანდემიის გავლენა

ერთ წელში ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რაოდენობა 47 ერთეულით შემცირდა. ბოლო მონაცემებით, ბაზარზე 797 ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ოპერირებს. ბაზრის შემცირების ძირითად მიზეზად, სექტორის წარმომადგენლები პანდემიით გამოწვეულ ფინანსურ პრობლემებს ასახელებენ.

როგორც ვალუტის გადამცვლელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა „ბიზნესპარტნიორთან“  განმარტა, თუ პანდემიური პროცესების უკეთ მართვა არ მოხდა, კიდევ არაერთი ვალუტის გადამცვლელი პუნქტი დაიხურება.

„ეს არის ჯაჭვური პრინციპი. მცირე კაპიტალის მქონე იურიდიული პირები შედარებით უფრო სწრაფად და მარტივად დგებიან ასეთი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობის წინაშე და მერე სხვებიც მიყვებიან. როგორც იცით, პანდემიის საწყის ეტაპზეც სხვადასხვა ბიზნესს ჰქონდა და დღესაც აქვთ დისტანციური არხების გამოყენების უფლება. ვალუტის გადამცვლელი პუნქტების შემთხვევაში კი დისტანციური არხების გამოყენება გამორიცხულია, შესაბამისად, თავიდან, როცა თითქმის ორი თვე მოგვიწია გაჩერება, სექტორის შემოსავლები უბრალოდ განულდა. აქედან დაიწყო პრობლემა. ფესვები აქ უნდა ვეძებოთ იმ კრიზისის, რომელიც ამ სფეროშია. როდესაც ქვეყანაში ტურისტი საერთოდ აღარ არის, ბიზნესს უჭირს, სავალუტო ჯიხურების საქმიანობა ძალიან შემცირდა. მსგავსი პროცენტებით და მსგავსი შეფარდებით წარმოუდგენელია ხარჯვითი ნაწილის შემცირება. აქედან გამომდინარე, როცა რამდენიმე თვიან ვადაში გრძელდება შოკური პროცესები, სხვადასხვა ბიზნესსუბიექტები იძულებულები ხდებიან ბაზრის დატოვების გადაწყვეტლება მიიღონ. ასეთ მოკლე ვადაში არ მახსენდება რომ ამდენი სუბექტი ლიკვიდაციაზე გასულიყო.“-აღნიშნა ვახტანგ გრიგალაშვილმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023