ფინანსები
03/03/2022

"ვითიბიმ" 100 000-ზე მეტი კლიენტი "დააპორტირა"

"ვითიბიმ" "ბაზისბანკისთვის" საცალო პორტფელის გაყიდვით 80 000-ზე მეტი საცალო მსესხებელი გადააპორტირა, ამას ემატება დეპოზიტარებიც. საფინანსო ბაზარი ტრანზაქციას წარმატებულად აფასებს (ოპერატიულობა მომხმარებელთა ინტერესების დაცვას ემსახურებოდა) და ამავე ტემპით ელის  კორპორაციული ქეისის გასხვისებასაც.  

ამ დროისთვის "ვითიბი ბანკის ჯორჯია" მსხვილ კრედიტორთა ტოპ-ს ეთიშება, მე-4-დან მე-10 პოზიციაზე გადაინაცვლა. 27 თებერვლამდე კი საკრედიტო დაბანდება 1.5 მლრდ ლარს აღემატებოდა.

ეს სტანდარტულ მოცემულობაში პოზიციების დაკარგვად შეფასდებოდა, თუმცა არა ბაზრიდან გამსვლელი ბანკისთვის. "ვითიბის" დანარჩენ აქტივზეც (უძრავი ქონება, შენობა-ნაგებობები საცავები და საოპერაციო დარბაზები) მაღალ მოთხოვნას ელიან. საბანკო ინფრასტრუქტურისთვის ყველაზე მიმზიდველია.

საბანკო ბაზარი "ბაზისბანკის" გაძლიერებას ელის და კონკურეციის ზრდას. "ვითიბის" ₾650 მლნ-იანი დეპოზიტების პორტფელიც ჩინური ჰუალინგ ჯგუფის "ბაზისბანკმა" შეიძინა.

როგორც იცით, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის მე-4 დღეს, სანქცირებულ რუსულ ბანკებში მოყვა "ვითიბიც", რომელიც საქართველოს ბაზარზე შვილობილი ბანკით არის წარმოდგენილი და რომლის 59.3%-ის მესაკუთრე სახელმწიფოა.

"ვითიბის" ახლადგასხვისებულ  600 მლნ-ის სასესხო პორტფელის 60%-ზე მეტი იპოთეკურ სესხებზე მოდის. "ბაზისბანკისთვის" საცალო პორტფელი კარგი შენაძენია, აქტივი დაბალრისკიანია. მხოლოდ 2.8% მოდის პრობლემურ კრედიტებზე.  

სატრანსპორტო სესხები

₾            25 913 983

სამომხმარებლო სესხები

143 370 297

სწრაფი სესხები (Pay Day Loans)

53359

მომენტალური განვადება

8 297

ოვერდრაფტები

4 572 813

საკრედიტო ბარათები

34 955 634

იპოთეკური სესხები

386 493 408

იპოთეკური სესხები - დასრულებული უძრავი ქონების შეძენა

346 513 027

იპოთეკური სესხები - მშენებლობა, მშენებლობის პროცესში მყოფი უძრავი ქონების შეძენა

39 980 380

საცალო ლომბარდული სესხები

26 965 599

სტუდენტური სესხები

1 506

სულ საცალო პროდუქტები

622 334 898

წყარო: ვითიბი ბანკი ჯორჯია

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023