ფინანსები
15/06/2023

ვუახლოვდებით თუ ვშორდებით საინვესტიციო რეიტინგს

"საკრედიტო რეიტინგის გაზრდა იქნება დიდი სტიმული ინვესტორებისთვის. ჩვენ ძალიან ახლოს ვართ საინვესტიციო რეიტინგთან და რეფორმები თუ გაგრძელდება და იმედი მაქვს რომ ასე იქნება მალე მივაღწევთ BBB- _ს", - სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი  არჩილ მესტვირიშვილი იმედოვნებს, რომ დედოლარიზაციის, ფინანსური სტაბილურობის და ეკონომიკის მდგრადი ზრდის რეფორმები, სებ -ის საბჭოში მისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგაც გაგრძელდება, დეკემბრიდან.

საკრედიტო რისკების დაბალი ნიშნულის შენარჩუნებაზე, სებ-ის  პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, მსოფლიო ბანკის ანგარიშზე „გლობალური ეკონომიკის პერსპექტივები“ პანელური დისკუსიის შემდეგ განაცხადა. 

მესტვირიშვილს, ჟურნალისტებთან, სებ-ის საკადრო ცვლილებებზეც მოუწია საუბარი და სსფ-ს განწყობის გაუარესების საფრთხეებზე, რაც შესაძლოა პროგრამასაც შეეხოს. 

როგორც იცით, სებ-ის ორგანულ კანონში ცვლილებებზე, რომელმაც საბჭოში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი გააჩინა, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევამდე (13 ივნისი ), საქართველოში IMF-ის მისიის ხელმძღვანელი ჯეიმს ჯონიმ განაცხადა, რომ ვეტოს დაძლევის პარლამენტის გეგმა, მიუღებელი იყო და საფრთხეს უქმნიდა ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობას.

არჩილ მესტვირიშვილმა დისკუსიის შემდეგ აღნიშნა, რომ სსფ-ს განწყობებს სარეიტინგო სააგენტოები მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევენ. მათ უნდა გადახედონ ქვეყნის საკრედიტო რეიტინგს და გადაწყვიტონ გაიზარდოს თუ BB დონეზე შენარჩუნდეს.

მისივე ინფორმაციით, სებ-ს საბჭოს წევრების რაოდენობის გაზრდაზე, ჯერ არ უმსჯელია. სხდომაზე განიხილავენ და გადაწყვეტენ, წევრს დაიმატებენ, თუ, არსებული ვიცე-პრეზიდენტებისგან აირჩევენ პირველს, რომელსაც მესტვირიშვილი პრეზიდენტის მოვალეობას გადააბარებს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023