ფინანსები
15/06/2023

WB: უკუგება ინვესტიციებიდან უნდა გაიზარდოს


საქართველოს ეროვნული ბანკისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივ პრეზენტაციაზე მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებული გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების უახლესი ანგარიში და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მომზადებული მიმოხილვა წარადგინეს. შეხვედრაზე გლობალურ ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენებსა და პერსპექტივებზე იმსჯელეს.

ანგარიშის თანახმად, პანდემიის, უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და გლობალური ფინანსური პირობების ფონზე ეკონომიკის მკვეთრი ვარდნის ურთიერთგადამფარავმა შოკებმა მნიშვნელოვნად შეაფერხა ფორმირებადი ბაზრების მქონე ქვეყნების განვითარება, რაც უახლოეს მომავალშიც გაგრძელდება.

მსოფლიო ბანკის მთავარი ეკონომისტის მოადგილის აიჰან კოსეს განცხადებით, ბევრ განვითარებად ქვეყანას უჭირს გაუმკლავდეს სუსტ ეკონომიკურ ზრდას, ხანგრძლივად მაღალ ინფლაციას და ვალის რეკორდულ დონეს და პოლიტიკის შემმუშავებლებმა დროულად უნდა იმოქმედონ, რათა თავიდან აიცილონ ფინანსური სტრესის გავრცელება და შეამცირონ მოახლოებული შიდა მოწყვლადობა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, საქართველოში ინფლაციას შემცირების ტენდენცია აქვს, ძლიერი ეკონომიკური ზრდაა, საბანკო სექტორი ლიკვიდური და კარგად კაპიტალიზებულია.

"დღეს მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა წარადგინეს ანგარიში და ისაუბრეს გლობალურ გამოწვევებზე. ჩვენი მხრივ ვისაუბრეთ, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ პროცესებს საქართველოს ეკონომიკაზე. საქართველოს, როგორც მცირე ზომის ღია ეკონომიკის მქონე ქვეყანას, არაერთ გამოწვევასთან ერთდროულად გამკლავება მოუწია - პანდემია და რუსეთ-უკრაინის ომი. ეროვნულმა ბანკმა გაატარა ადეკვატური ღონისძიებები გლობალურ გამოწვევებზე საპასუხოდ და ქვეყანამ შეინარჩუნა ფინანსური სტაბილურობა და საერთაშორისო რეიტინგები", - განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.

ანგარიშის ძირითადი მიგნებების შესახებ პრეზენტაცია გამართა მსოფლიო ბანკის პერსპექტივების ჯგუფის ხელმძღვანელმა ფრანცისკა ლიზელოტე ონზორგემ წარადგინა. აღნიშნა, რომ სიღარიბე 2030-ისთვის მთლიანად ვერ აღმოიფხვრება, მაშინაც კი თუ ახალი კრიზისები არ მოხდება.

მისი თქმით, საზრუნავია მოწყვლადი ჯგუფები, სოციალური პროგრამებით. სიღარიბე დაიძლევა ეკონომიკური ზრდით, რაც მაკროეკონომიკური სტაბილურობით მიიღწევა. 

ფრანჩისკა ონზორგემ  ქვეყნის საინვესტიციო გარემოზეც ისაუბრა. აღნიშნა რომ ინვესტიციებიდან უკუგება უნდა გაიზარდოს, რაც წაახალისებს ინვესტირებას.

გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების ანგარიშს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023