ჯანდაცვა
09/11/2022

2023 წლიდან ფასების ზედა ზღვარი ყველა მედიკამენტზე დაწესდება

მომდევნო წლის მეორე კვარტლიდან ფასის მაქსიმალური ზღვარი ყველა რეცეპტულ მედიკამენტზე დაწესდება, წლის ბოლომდე კი ეს რეგულაცია ნებისმიერ წამალს შეეხება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, იანვრიდან, როცა რეფერენტული ფასები ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტებს შეეხება, ეს რეგულაცია 200 მილიონი ლარის ღირებულების მედიკამენტს შეეხება.

მან იმ სანქციებზეც ისაუბრა, რომელიც ბაზარზე დარღვევებზე ამოქმედდება. აზარაშვილის თქმით, მედიკამენტებზე ფასის ზედა ზღვარის დაწესებასთან დაკავშირებით, შემოწმებისა და მონიტორინგის სიხშირე კიდევ უფრო გაიზრდება.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღსრულების ნაწილთან დაკავშირებით აღნიშნა, კანონის პროექტში „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ შედის გამკაცრებაც, რომელიც შეეხება სხვადასხვა ტიპის სანქციებს.

„სანქციები პირველ შემთხვევაზე გულისხმობს გაფრთხილებას, ხოლო განმეორებით შემთხვევაზე 5 000-დან 45 ათას ლარამდე დაჯარიმებას, როგორც საცალო ქსელში მყოფი აფთიაქების, ასევე დისტრიბუტორების და საბითუმოდ მოვაჭრეების. ეს რადგან ისეთი რეგულაციაა, რომელიც ყველამ ზედმიწევნით უნდა დაიცვას, აქ ძალიან მნიშვნელოვანია სანქციების ნაწილიც და შემოწმებების, მონიტორინგის ის სიხშირეც, რაც დაგეგმილი გვაქვს, რომ აქტიურად გავაგრძელოთ. დღესაც საკმაოდ აქტიურად მიდის, მაგრამ ამის შემოტანის შემდგომ, ამ ნაწილშიც გავაკონტროლებთ. ასევე აფთიაქებს დისტანციურად ექნებათ ინფორმაციის ონლაინრეჟიმში მოწოდების ვალდებულება. ჩვენ დავინახავთ მათ ბაზებს, თუ რა ფასად ყიდიან, რაც გაცილებით გაგვიმარტივებს აღსრულების ნაწილს“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2023 წლიდან მედიკამენტებზე ფასის ზედა ზღვარი თავდაპირველად ქრონიკული დაავადებების პრეპარატებზე დაწესდება, ეტაპობრივად კი სხვა ჯგუფის მედიკამენტებზეც გავრცელდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023