ჯანდაცვა
19/09/2023

"25-ლარიანი პაკეტი ვითხოვთ ყველაფრის ანაზღაურებას და ექიმს ერთ საათში - უცხოეთში ასე არაა“

ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზარზე ძალიან მაღალი კონკურენციაა და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კომპანიისთვის ეს სეგმენტი ზარალიანია, ისინი მაინც ცდილობენ რაც შეიძლება ბევრი მომხმარებლის მოზიდვას. ამის შესახებ Jandacva.ge-სთან საუბარში „სადაზღვევო საბროკერო IG“ -ს დირექტორმა გიორგი კანკიამ განაცხადა. 

მისივე თქმით, სადაზღვევო სექტორი გარკვეულ პრინციპებზე შეთანხმებული არ არის და მაღალი მოთხოვნის ფონზე მომხმარებელს ძალიან ბევრ შეთავაზებას უკეთებენ.

იწვევს თუ არა შეთავაზებების მრავალფეროვნება მომხმარებლების მხრიდან მაღალი სერვისის  მოლოდინებს დაბალ ფასად და არის თუ არა ეს ინდუსტრიისა და დაზღვეულების პრობლემა?

Jandacva.ge-ს ამ კითხვაზე გიორგი კანკია აცხადებს: 

„ჩვენ რომ 25 ლარად ყველაფერი გვინდა და ერთ საათში ექიმთან ვიზიტი - უცხოეთში ასე არაა. იქ, ძირითად შემთხვევებში, დაზღვევის საბაზისო პაკეტში არ შედის მაგალითად სტომატოლოგია, და ამას ადამიანები თავად ამატებენ, რაშიც შესაბამის თანხასაც იხდიან. ჩვენს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე კი, სადაზღვევო კომპანიები ცდილობენ ფასების დაწევას, მიდიან დათმობებზე, რის გამოც ეს სეგმენტი მათთვის ძირითადად წამგებიანია, მაგრამ რადგან ამ ნაწილზე მომხმარებლის მაღალი მოთხოვნა არსებობს, ისინი ცდილობენ განავითარონ ბიზნესის ეს ნაწილი, მიიზიდონ საბრუნავი თანხები,“ - განაცხადა კანკიამ. 

მისი თქმით, მაღალი მოლოდინებიდან გამომდინარე, მომხმარებლები ხშირად ითხოვენ იმ სერვისების მიღებას, რაც კონტრაქტში არაა ჩადებული და როცა სადაზღვევო შემთხვევა დგება, ისინი ანაზღაურებას ვერ იღებენ, რადგან სადაზღვევო კომპანია კონტრაქტს არასდროს არღვევს. ამიტომ მომხმარებლებმა კარგად გააცნობიერეს, რომ საჭიროა კონტრაქტის წაკითხვა, წინადადებების შედარება და ა.შ. ეს კი დიდ შრომასა და შესაბამის ცოდნას მოითხოვს. სწორედ ეს გარემოებაა, გიორგი კანკიას თქმით, ბროკერის, ანუ შუამავლის ინსტიტუტის განვითარების საფუძველი, რაც სადაზღვევო კომპანიასთან ურთიერთობებში მომხმარებლების ინტერესების დაცვას შეუწყობს ხელს. 

ცნობისთვის: ამ ეტაპზე საქართველოში 24 სადაზღვევო ბროკერია რეგისტრირებული, მათი საქმიანობის ძირითადი მიმართულება ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევაა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023