ჯანდაცვა
03/11/2023

ბოლო თვეებში პირველად, საავადმყოფოების მომსახურება გაიაფდა

ოქტომბერში, ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში, წინა თვესთან შედარებით ფასები 0.5 პუნქტით გაიზარდა, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით კი 3.2 პროცენტით შემცირდა.  გასულ თვეში, ამ ჯგუფში ფასების წლიური კლება 4.7-პროცენტიანი იყო.

ოქტომბრის თვის მონაცემებს საქსტატი ავრცელებს.

მიმდინარე წლის ოქტომბერში, წლიურ ჭრილში, სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა 11,8%-ით გაიაფდა. ამ კუთხით გაიაფების ტენდენცია უკვე თვეებია გრძელდება, თუმცა წინა თვეში ეს მაჩვენებელი უფრო მაღალი, -14.1-პროცენტიანი იყო, აგვისტოში კი -17.6%.

მიმდინარე წლის ოქტომბერში, ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება წლიურ ჭრილში 11,9%-ით გაძვირდა, ხოლო საავადმყოფოების მომსახურება 8,4%-ით.

წინა თვესთან შედარებით კი სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა 0,7%-ით გაძვირდა, 0,5%-ით - ამბულატორიული მომსახურება. საგულისხმოა, რომ საავადმყოფოების სერვისი ერთ თვეში 0,5%-ით გაიაფდა.

აღსანიშნავია, რომ საავადმყოფოების სერვისის გაიაფება ბოლო ერთ წელიწადში თვიურ ჭრილში მხოლოდ ერთხელ, 2023 წლის ივლისში დაფიქსირდა და კლების მაჩვენებელი 0,2% იყო.

სამედიცინო მედიკამენტებსა და მედიკამენტებზე ფასების ცვლილების თემაზე მომზადებულ ბოლო მიმოხილვაში საერთაშორისო ფონდი „კურაციო“ აღნიშნავს, რომ 2016-2021 წლებში სამედიცინო მასალებზე,  მოწყობილობებსა და ტექნიკაზე ფასები  იზრდებოდა, თუმცა 2022 წელს, პირველად 2012 წლის შემდეგ, ფასების მატება მკვეთრად შემცირდა, რაც ამ სფეროში განხორციელებული რეფორმების შედეგია. 

jandacva.ge

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023