ჯანდაცვა
19/12/2022

CENN: ფეიერვერკები ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის

გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია „სენი“ ფეიერვერკების გამოყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც მოსახლეობას მოუწოდებს, უარი თქვას ახალი წლის ფეიერვერკებით შეხვედრაზე და აფრთხილებს, რომ ეს პროდუქცია ჯანმრთელობისთვის და გარემოსთვის საფრთხეებს შეიცავს.

“ფეიერვერკების გამოყენებით შენ ხელს უწყობ ჰაერის, წყლის და ნიადაგის დაბინძურებას. მათი გამოყენების დროს წარმოქმნილი მავნე ნივთიერებები ტოქსიკურია როგორც ადამიანებისთვის, ისე ფრინველებისთვისა და ცხოველებისთვის.

ფეიერვერკების სადღესასწაულო ფერები სახიფათო ქიმიური და ფიზიკური პროცესების შედეგია, რაც მეტალის ნაერთებისა (მარილების) და ქიმიური ასაფეთქებელი ნივთიერებების მაღალ ტემპერატურაზე გაცხელებას ნიშნავს.

მყარი ნაწილაკების ასეთი რაოდენობით ჰაერში გაფრქვევა გრძელ ვადაში ჩვენს ჯანმრთელობაზე სახიფათოდ მოქმედებს. გაფრქვეული მყარი ნაწილაკები დიდი ხნის განმავლობაში რჩებიან ატმოსფეროში და რესპირატორულ და გულსისხლძარღვთა პრობლემებს იწვევენ.

გარდა ამისა, აფეთქებისთვის საჭირო ჟანგბადის წარმოებისთვის, ბევრი ფეიერვერკი შეიცავს პერქლორატებს, რომლებიც წყლის – სასმელი, მდინარეებისა და ტბების დაბინძურების წყარო ხდება. პერქლორატის მარილები ნეგატიურ გავლენას ახდენს როგორც ადამიანის ჯანმრთელობაზე, ისე წყალში მცხოვრებ ორგანიზმებზე.

არ გამოიყენო ფეიერვერკი, გაუფრთხილდი გარემოს!” – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023