ჯანდაცვა
17/10/2023

"ჩვენგან წასული ექთნები სხვადასხვა ქვეყანაში,  ეტაპობრივად, საკუთარი პროფესიითაც მუშაობენ"

მედპერსონალის ნაწილისთვის მინიმალური ხელფასების დაწესებამ  სექტორში არსებული მთავარი პრობლემა ჯერჯერობით ვერ მოაგვარა. საუბარია, კადრების დეფიციტზე. როგორც სექტორის წარმომადგენლები ამბობენ,  ევროპისგან განსხვავებით საქართველოში ექთნებისა და სანიტრების სიმცირე ცალსახაა.

„თუ ევროპის ქვეყნებში ერთ ექიმზე სამი ექთანი მოდის ჩვენთან ერთ ექიმზე კოეფიციენტი 0.6-ია, რაც კატასტროფული სიტუაციაა. ამის გამოსწორების ერთადერთი გზა  ამ სფეროში დაფინანსების გაზრდა. საიდან უნდა მიიღოს ექთანმა ან ექიმმა  ხელფასი თუ კლინიკა არის უკმაყოფილო.  შეიძლება სახელმწიფომ დაადგინოს მინიმალური ხელფასი, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ 600 და 700 ლარი საკმარისი არ არის. მაღალტექნოლოგიური ჩარევების დროს ექთნები გაცილებით მაღალ ანაზღაურებას იღებენ.“ - აღნიშნავს არჩილ მორჩილაძე.

მისივე თქმით, ძალიან დიდი გადინებაა სამედიცინო სექტორიდან და მნიშვნელოვანია ნაბიჯების გადადგმა.

„როგორ შეიძლება ეს გადინება შეაჩეროს 700-მა ან 800-მა ლარმა. ექთნის პროფესია საკმაოდ მოთხოვნადია საზღვარგარეთაც და ჩვენგან წასული ექთნები სხვადასხვა ქვეყანაში  ეტაპობრივად საკუთარი პროფესიითაც მუშაობენ.“-აღნიშნა არჩილ მორჩილაძემ.

როგორც ცნობილია, მედპერსონალისთვის მინიმალური საათობრივი ანაზღაურების არეალი ფართოვდება.  ექიმებისა და ექთნების შემდეგ, ახალი მიდგომა ამჯერად  სანიტრების, ბებიაქალების, ექთნის თანაშემწეებისთვისა და უმცროსი ექთნებისთვისაც ამოქმედდება.

შეგახსენებთ, რომ სამედიცინო პერსონალის სავალდებულო მინიმალური საათობრივი ანაზღაურების რეფორმის პირველი ეტაპი 2023 წლის იანვრიდან შევიდა ძალაში, რომლის მიხედვითაც ექიმების და ექთნების მინიმალური ანაზღაურება განისაზღვრა.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023