ჯანდაცვა
02/03/2023

"ჩვენც ვიცით თვლა" – ჯანდაცვის მინისტრი ფასების ზრდის საკითხზე ფარმაცევტულ სექტორს პასუხობს

ფარმაცევტული ასოციაციის არგუმენტს იმის შესახებ, რომ თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ზრდა თურქეთში წამლების გაძვირებამ გამოიწვია, ჯანდაცვის მინისტრი პასუხობს და ამბობს, რომ 36%-იანი გაძვირების შედეგად ქართულ ბაზარზე ზრდა მაქსიმუმ 5-10% უნდა ყოფილიყო, ჩვენ კი 300%-იანი გაძვირება მივიღეთ.

„36%-იანი ფარმაცევტული კურსი, თურქეთში რაცაა, საბოლოო ჯამში ჩვენთან ლარში იყიდება და ეს სხვაობა, ჩვენთან იმდენად  მცირედით აისახება, შეიძლება 5, მაქსიმუმ  10% -ის ფარგლებში ყოფილიყო ცვლილება და ჩვენ მივიღეთ  300%-იანი ზრდა. არარელევანტური ახსნაა და ჩვენც ვიცით თვლა! შესაბამისად  ეს არგუმენტი მიუღებელია, როგორც სხვა არგუმენტები კანონთან დაკავშირებით და ა.შ.“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რეფერენტული ფასების ამოქმედებიდან რამდენიმე დღეში ბაზარზე თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ნაწილზე ფასების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა, რასაც ჯანდაცვის სამინისტრომ ფარმაცევტული კომპანიების შეთანხმებული, არაკეთილსინდისიერი ქმედება უწოდა და მათ მიმართ რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრება დააანონსა.

jandacva.ge

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023