ჯანდაცვა
02/06/2023

"დაშენებული პაკეტების ამოქმედება სახელმწიფოს ფინანსურ ტვირთს არ გაუზრდის"

დაშენებული სადაზღვევო პაკეტების ამოქმედება სახელმწიფოსთვის არანაირ დამატებით დანახარჯებს არ გამოიწვევს, მოსახლეობას კი გაუზრდის ხელიმსაწვდომობას მედიკამენტებზე, რაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ერთერთი პრობლემური საკითხია.

ამის შესახებ jandacva.ge-სთან საუბარში სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტმა დევი ხეჩინაშვილმა განაცხადა. ამასთან, მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სადაზღვევო ინდუსტრია ამ საკითხს წლებია აყენებს, სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი ცვლილების ამოქმედების ნება ჯერჯერობით არ ჩანს, რისი მიზეზიც ხეჩინაშვილისთვის გაუგებარია.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პარალელურად კერძო, ე.წ. დაშენებული პაკეტების შეძენის უფლება მხოლოდ მოსახლეობის მცირე ნაწილს აქვს - ესენია ძირითადად ბავშვები, პენსიონრები და სხვა შედარებით მოწყვლადი ადამიანები. დანარჩენ შემთხვევაში, გარკვეული შემოსავლის მქონე მოქალქეებისთვის ეს უფლება შეზღუდულია და მათ უწევთ არჩევანის გაკეთება კერძო და საყოველთაო ჯანდაცვის შეზღუდულ პაკეტებს შორის უწევთ.

სადაზღვევო ინდუსტრია წლებია, ამ უფლების ყველა მოქალაქისთვის მინიჭებას ითხოვს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ცვლილების ამოქმედება სახელმწიფოსთვის ხარჯების ზრდას გამოიწვევს, რადგან პირველი რიგის გადამხდელი ჯანდაცვის სამინისტრო იქნება. თუმცა დევი ხეჩინაშვილი ამ ლოგიკას არ იზიარებს და ამბობს, რომ ეს ყველაფერი დათვლადია და ინდუსტრიას უკვე წარდგენილი აქვს სახელმწიფოსთვის საკუთარი ხედვები იმასთან დაკავშირებით, რომ ახალი სისტემა მას ხარჯებს არ გაუზრდის, მოსახლეობას კი მედიკამენტებზე წვდომა გაეზრდება, რაც ერთერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა ჯანდაცვის სისტემაში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023