ჯანდაცვა
14/07/2023

DRG-ის შეფასებისა და რეკომენდაციების შემუშავების მიზნით უწყებათაშორისი საბჭო შეიქმნა

DRG-ის მეთოდოლოგიის დანერგვის პროცესის მართვისა და ხელშეწყობის მიზნით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა.

ჯანდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანება საკანონმდებლო მაცნეზე დღეს გამოქვეყნდა და ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევიდა.

ბრძანების დანართის თანახმად, საბჭო წარმოადგენს DRG (დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების) მეთოდოლოგიის დანერგვის პროცესში სისტემის ეფექტურობის ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მიზნით, მართებული და ოპტიმალური გადაწყვეტილების მისაღებად შექმნილ საკონსულტაციო/საკოორდინაციო მექანიზმს.

საბჭოს მიზანია „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში DRG მეთოდოლოგიის დანერგვის პროცესის შეფასება, პრობლემების იდენტიფიცირება, არსებული პრობლემების მოგვარებისათვის სათანადო წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; DRG მეთოდოლოგიის დანერგვის პროცესში ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების, ხარჯთეფექტურობის მიზნით წინადადებების განხილვა და რეკომენდაციების შემუშავება; DRG მეთოდოლოგიის დანერგვის პროცესში სიტუაციის სისტემატური თვისობრივი ანალიზის შედეგების განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.

საბჭოს შემადგენლობაში შედიან საბჭოს მუდმივმოქმედი წევრები, სათათბირო სტატუსით მონაწილე წევრები, ასევე საჭიროებისამებრ, მოწვეული სხვა სპეციალისტები. 

მუდმივმოქმედი წევრები არიან: ჯანდაცვის სამინისტროს, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს, ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის, ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს, საქსტატის, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები. 

საბჭოს მუშაობაში სათათბირო სტატუსით მონაწილეობა კი ეთხოვებათ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის წარმომადგენელს, შესაბამისი დარგის სპეციალისტებს და დარგობრივ ასოციაციებს, სხვა დაწესებულებების ან არასამთავრობო ან საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელებს.

საბჭოს სხდომა მოიწვევა საჭიროების მიხედვით, მაგრამ არანაკლებ კვარტალში ერთხელ.

შეგახსენებთ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკების დაფინანსების ახალი, DRG სისტემა გასული წლის ნოემბრიდან ამოქმედდა. მისი ამოქმედების შემდეგ კლინიკებს პერმანენტულად აქვთ ცვლილებების მოთხოვნები, რომელთა ნაწილიც ჯანდაცვის სამინისტრომ გაითვალისწინა. მაგალითად, განისაზღვრა პაციენტის გადასახდელი თანადაფინანსების „ჭერი“.

jandacva.ge

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023