ჯანდაცვა
12/10/2023

ერთ კვირაში უკანონო სამედიცინო საქმიანობის გამო სამი კლინიკა დაჯარიმდა

რეგულირების სააგენტომ ,„ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნულ ცენტრში ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკაში“ უკანონო სამედიცინო საქმიანობის ფაქტები გამოავლინა. ეს ბოლო ერთ კვირაში მსგავსი დარღვევის გამოვლენის მესამე შემთხვევაა. საუბარია ისეთ ფაქტებზე, როცა კლინიკებში, რომლებმაც 1 სექტემბრისთვის ქირურგიისა და რეანიმაციის ახალი სტანდარტები ვერ დააკმაყოფილეს და შესაბამისად აეკრძალა კონკრეტული სამედიცინო სერვისების გაწევა, ასეთი ოპერაციები მაინც ტარდება.

ასეთი შემთხვევების გამოვლენის გამო „იმედის კლინიკა“ და გია მუხაშავრიას კლინკები დაჯარიმდნენ, გუშინ კი რეგულირების სააგენტომ იგივე დარღვევების გამო „ჯაფარიძე-ქევანიშვილის“ კლინიკის დაჯარიმების შესახებ განაცხადა. 

„სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, შპს „ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრი ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკაში“ უკანონო სამედიცინო საქმიანობის ფაქტები გამოავლინა. კერძოდ, კლინიკამ, 4 პაციენტს, გეგმური ოპერაცია სამინისტროს შესაბამისი ნებართვის გარეშე ჩაუტარა.

შპს „ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრი ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკა“ არ ფლობს ქირურგიული მომსახურების მიწოდების ნებართვას.

დაწესებულებას სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსთვის, აღნიშნული ნებართვის მისაღებად არ მოუმართავს. შესაბამისად, კლინიკას არ გააჩნია უფლება განახორციელოს ქირურგიული მომსახურება. უკანონო სამედიცინო საქმიანობის გამო დაწესებულება 20 000 ლარით,“ - ნათქვამია რეგულირების სააგენტოს განცხადებაში. 

ცნობისთვის: რეანიმაციული სერვისის ყველა მიმწოდებელი ვალდებული იყო, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი რეანიმაციული მომსახურების სანებართვო პირობები, 2023 წლის 1 სექტემბრამდე დაეკმაყოფილებინა. 

jandacva.ge

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023