ჯანდაცვა
15/05/2023

"ევექსის" მენეჯერი: ქვეყანაში საექთნო სფეროში უარყოფითი სალდო გვაქვს

ქვეყანაში საექთნო სფეროში უარყოფითი სალდო გვაქვს – უფრო ნაკლები ადამიანი შედის ამ პროფესიაში, ვიდრე ტოვებს ამ პროფესიას. ამის შესახებ სტრატეგიული მიმართულებით „ევექსი ჰოსპიტლების“ გენერალური დირექტორის მოადგილემ ეკა ქავთარაძემ განაცხადა.

„ქვეყანაში, ერთის მხრივ, ექთნების საჭიროზე ნაკლები რაოდენობაა და მეორეს მხრივ, გვაქვს უარყოფითი სალდო – უფრო ნაკლები ექთანი შედის საექთნო პროფესიაში, ვიდრე ტოვებს ამ პროფესიას. ამას ძალიან ბევრი ობიექტური მიზეზი აქვს და დავიწყებდი იმით, რომ საჭიროა  ჯანდაცვის სექტორში ჩართულმა ყველა მხარემ აღიაროს და პატივი სცეს ამ პროფესიას, რაშიც ანაზღაურების ზრდაც მოიაზრება,“ – განაცხადა ქავთარაძემ.

მისი თქმით, საექთნო პროფესიის გარეშე ჯანდაცვის დარგი არათუ ვერ განვითარდება, ვერც იარსებებს, ამ სპეციალობის განსავითარებლად კი ექთნის საქმიანობას მენეჯერების მხრიდან ექიმთან გათანაბრებული მნიშვნელობა უნდა ენიჭებოდეს.

ეკა ქავთარაძის თქმით, „ევექსი ჰოსპიტლებმა“ საექთნო პროფესიის განვითარების მიზნით 2021 წელს დაიწყო პროექტი, როლის შედეგადაც საექთნო მიმართულების დაფინანსება 10 მილიონი ლარით გაიზარდა, რაც მოიცავს როგორც ანაზღაურების ზრდას, ისე უწყვეტი განათლების სისტემას.  ვინც განათლების ამ სისტემას გაივლის, დამატებით ანაზღაურებას იღებს. ასევე ბონუსების სისტემა მოქმედებს იმ ექთნებისთვის, რომელთა მიერ ჩატარებული მკურნალობით პაციენტების კმაყოფილება მაღალი იქნება.

jandacva.ge

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023