ჯანდაცვა
23/05/2023

"ფაგიო" აფთიაქებში უახლოეს პერიოდში დაბრუნდება – „ბიოქიმფარმის“ განმარტება

ფაგიო“ და სხვა პრეპარატები, რომლებსაც „ბიოქიმფარმი“ აწარმოებს, ბაზარზე უახლოეს მომავალში დაბრუნდება. - ამის შესახებ კომპანიაში აცხადებენ და განმარტავენ, რომ მათი პროდუქციის დეფიციტის მიზეზი საწარმოში განხორციელებული მოდერნიზაციის პროცესია, რომლის მიზანიც საწარმოს ევროკავშირის GMP სტანდარტთან შესაბამისობაში მოყვანაა.

„ყველა მოუთმენლად ელის ფაგიოს დაბრუნებას. ჩვენ ყოველდღიურად ვიღებთ უამრავ შეტყობინებას, ზარს და კომენტარს. ვაფასებთ თქვენს მხარდაჭერას და გაცნობებთ, რომ დაუღალავად ვმუშაობთ, რათა უზრუნველვყოთ ფაგიოს და სხვა პრეპარატების მოწოდების დროულად აღდგენა.  ფაგების ჩვენს ისტორიულ საწარმოში, უკვე დასრულდა მოდერნიზაციის და განახლების პროცესი, ევროკავშირის GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტის მიხედვით. გავიარეთ 5 ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი: 1. შემუშავდა ფაგების ისტორიული საწარმოს მოდერნიზაციის გეგმა და პროექტი;

2. განხორციელდა საწარმოსა და ლაბორატორიების რენოვაცია ევროპული GMP სტანდარტის შესაბამისად; 3. საწარმო აღიჭურვა მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურითა და საწარმოო ხაზებით; 4. კომპანიის მაღალკვალიფიციურმა გუნდმა გაიარა ათასობით საათის მომცველი ინტენსიური სწავლება; 5. მიმდინარეობს ინტენსიური მზადება ადგილობრივ აფთიაქებსა და საერთაშორისო ბაზრებზე ფაგის პრეპარატების მიწოდების აღსადგენად.

ბოდიშს გიხდით ფაგიოსა და სხვა პრეპარატების დეფიციტის გამო შექმნილი დისკომფორტისთვის და გარწმუნებთ, რომ ჩვენი პროდუქცია უახლოეს პერიოდში გახდება ხელმისაწვდომი.

თვალყური ადევნეთ სიახლეებს! მალე დაგიბრუნდებით, კიდევ უფრო მოსახერხებელი შეფუთვითა და უნიკალური ფაგებით, ახლა უკვე ევროპული სტანდარტით ,“ – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ: „ბიოქიმფარმი“ GMP-სერტიფიკატის მიღებას დაახლოებით ერთ თვეში ელოდება. საწარმომ ინფრასტრუქტურული განახლება დაასრულა და შესაბამისი პროცედურების გავლას, სავარაუდოდ სწორედ ეს პერიოდი დასჭირდება.

როგორც რამდენიმე დღის წინ jandacva.ge-სთან საუბარში „ბიოქიმფარმის“ მენეჯერმა რატი ღოლიჯაშვილმა განაცხადა, მათ აქვთ მოლოდინი, რომ სერტიფიცირებას წარმატებით გაივლიან, რის საფუძველსაც 17 მილიონანი ინვესტიციით შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები იძლევა.

 

jandacva.ge

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023