ჯანდაცვა
07/09/2023

ფარმადეპო: თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტები მცირედითაც არ გაძვირებულა

თურქეთში ვალუტის კურსის ცვლილება თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტების ბაზარზე არ ასახულა და ბოლო ორი თვის პერიოდში, ამ სეგმენტში ფასების უმნიშვნელო ზრდაც არ დაფიქსირებულა.

ამის შესახებ jandacva.ge-ს თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ერთერთი მსხვილი რეალიზატორის, „ფარმადეპოს“ ქსელის ხელმძღვანელმა ქეთი კოზმანაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, მართალია მომწოდებელთა ნაწილმა ფასები გაზარდა, თუმცა ეს პერიოდული, მუშა პროცესია და მედიკამენტების ფასებზე არ ასახულა. Jandacva.ge-ს კითხვაზე, თურქეთში განხორციელებული კურსის ბოლო ცვლილება შესაძლოა თუ არა საქართველოზე მომავალში აისახოს, ქეთი კოზმანაშვილი აცხადებს, ორი თვე ის ვადაა, როცა ეს ცვლილება უკვე უნდა ასახულიყო ფასზე.

შეგახსენებთ: ივლისის დასაწყისში თურქულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთი წამლების ფასებისთვის ევროს კურსს 30,5%-ით ზრდის. შედეგად კურსმა 14,04 ლირამდე მოიმატა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ივლისის ბოლოს განმარტება გააკეთა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომაც, სადაც განაცხადეს, რომ თურქულ ფარმაცევტულ ბაზარზე მიმდინარე პროცესები არ აისახება საქართველოში იმპორტირებული თურქული მედიკამენტის ფასზე.

„ლარის კურსი, თურქულ ლირასთან მიმართებით, 2023 წლიდან 46%-ით არის გამყარებული. შესაბამისად, ლარის გამყარების ფონზე, თურქეთში გაძვირებული წამლები საქართველოში მედიკამენტების ფასზე გავლენას ვერ იქონიებს და ქართული კომპანიები, თურქულ ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტის შეძენას და იმპორტს ისევ დაბალ ფასად შეძლებენ. თურქეთში მედიკამენტების ფასები 2022 წელს რამდენჯერმე დაკორექტირდა, თუმცა ლირასთან მიმართებით, ლარის კურსის გამყარების გამო, აღნიშნულ გადაწყვეტილებას, საქართველოში, თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტის ღირებულებაზე გავლენა არ მოუხდენია,“ - ნათქვამი იყო განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ექსპერტების ნაწილი ქართულ ბაზარზე თურქული მედიკამენტების გაძვირებას გასული წლის ივლისშიც პროგნოზირებდა. მიზეზად მაშინაც ის ფაქტორი სახელდებოდა, რომ თურქეთში ადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი მედიკამენტების ფასი იზრდებოდა. შედეგად, სააფთიაქო ქსელებისა და ექსპერტების ნაწილი ამ მიზეზით ქართულ ბაზარზე შემოტანილი, იაფფასიანი თურქული მედიკამენტების 20%-იან ზრდას პროგნოზირებდა, თუმცა პროგნოზი არც მაშინ გამართლდა.

თურქული ფარმაცევტული ბაზარი, საქართველოსთვის, 2022 წლის იანვარში გაიხსნა. შედეგად, მედიკამენტების ფასები 70-80%-ით გაიაფდა. ოფიციალური სტატისტიკით, თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, საქართველოს მოსახლეობა, წლიურად, დაახლოებით, 200 მილიონ ლარამდე ზოგავს.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023