ჯანდაცვა
16/10/2023

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო, კომერციული აცრები კლინიკების მცირე ნაწილში ტარდება

დღეიდან, ქვეყნის მასშტაბით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. უფასოდ, სახელმწიფოს ხარჯზე გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რისკ ჯგუფებს ჩაუტარდებათ. 

სამინისტროს ინფორმაციით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტრომ, 200 000 დოზა, Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის და მორგებულია იმ შტამებზე, რომლთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე. 

გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასოდ ჩაუტარდებათ რისკ-ჯგუფებს:

დიაბეტის მქონე პირები;

დიალიზზე მყოფი პირები;

C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი);

აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები;

ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები;

60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები;

ორსულები;

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები;

ბავშვთა (მათ შორის მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი;

სავალდებულო ვაქცინაციას დაქვემდებარებული მედპერსონალი.

რისკის ჯგუფის მოქალაქეების ვაქცინაცია იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებში იქნება შესაძლებელი. 

იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე.

რაც შეეხება ფასიან ვაქცინას, კერძო სექტორის მცირე ნაწილში პრეპარატის გაკეთება უკვე შეიძლება. მაგალითად „ავერსში“ ვაქცინაცია უკვე დაწყებულია და ერთი დოზის გაკეთება 60 ლარი ღირს, თუმცა ვაქცინა იქ შეზღუდული რაოდენობითაა. „ჯიპისიში“ ამბობენ, რომ ვაქცინას მიმდინარე კვირაში ელოდებიან, თუმცა ღირებულებას ამ ეტაპზე ვერ ასახელებენ. ფასიანი აცრის გაკეთება ჯერჯერობით არ დაწყებულა „ევექსის“ პოლიკლინიკებში.

jandacva.ge

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023