ჯანდაცვა
21/10/2022

ილია ღუდუშაური: იმედი გვაქვს, იაშვილის კლინიკა ჯანდაცვის სექტორში დაბრუნდება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ილია ღუდუშაურის განცხადებით, ქვეყანაში უამრავი სამედიცინო დაწესებულება მოწმდება და იაშვილის კლინიკა ერთი კონკრეტული შემთხვევა არ არის. 

მისი თქმით, 2022 წლის დასაწყისიდან 200-მდე კლინიკა შემოწმდა ინფექციების კონტროლის ნაწილში და ასევე ფინანსური მიმართულებით. 

"რიგ კლინიკებში 2-3 ჯერ ვართ შესული. ასე იყო იაშვილის შემთხვევაშიც. კლინიკები გვეთანამშრომლებიან და ყველა ცდილობს დააკმაყოფილონ სტანდარტები. იაშვილის კლინიკასთან ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ და ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საჭიროა დასრულდეს ის ინფრასტრუქტურული პრობლემები, რაც ამ კლინიკას ჰქონდა. მათ აიღეს პასუხისმგებლობა ამაზე და კონკრეტული ვადაც დაასახელეს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ვადებში ისინი შეძლებენ  ამას და იაშვილის კლინიკა, რომელიც ერთერთი მთავარი კლინიკაა, დაბრუნდება ჯანდაცვის სფეროში და უმაღლეს დონეზე გაუწევს მომსახურებას თავის პაციენტებს",- აღნიშნა ილია ღუდუშაურმა. 

მისი თქმით, ინფექციების კონტროლი რეგულარულად მოხდება, სანამ ყველა კლინიკა არ მოწესრიგდება. 

"სამედიცინო დაწესებულებების შემოწმებისას, პირველ ეტაპზე კლინიკას ეძლევა მითითებები დარღვევების შესახებ და დარღვევების გამოსწორების ვადები. ამ ვადის გასვლის შემდეგ კი, რეგულირების სააგენტო უბრუნდება კლინიკას და ისევ ამოწმებს მას. პროგრესი თუ დადასტურდება, შემოწმება გეგმიურ რეჟიმში გაგრძელდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, რეგულირების სააგენტო სამედიცინო დაწესებულებაში მეორედ, მესამედ შევა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გათიშვა და ლიცენზიის შეჩერება კი, მეოთხე შემოწმების შემდეგ დგება", - განაცხადა ილია ღუდუშაურმა. 

მინისტრის მოადგილე არ გამორიცხავს, რომ ასეთი შემთხვევა დაფიქსირდეს. მან პაციენტებს მოუწოდა, ჯანდაცვის სამინისტროს დარღვევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ, რაზეც რეაგირება იქნება.  

შეგახსენებთ, რეგულირების სააგენტომ განაცხადა, რომ ინფექციის კონტროლის სისტემის არსებობასთან დაკავშირებით იაშვილის კლინიკა შეამოწმა და დარღვევები გამოავლინა. შესაბამისად, ამ ეტაპზე, დროებით შეჩერებულია სამედიცინო სერვისების მიწოდება, გარდა ამბულატორიული დიაგნოსტიკური ცენტრისა და ონკოჰემატოლოგიის მიმართულებისა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023