ჯანდაცვა
18/05/2023

ინფექციური კლინიკის ახალ შენობაში გადასვლის ვადები ისევ შეიცვალა – მინისტრის განცხადება

ახალი ინფექციური საავადმყოფოს სარეაბილიტაციო სამუშაოები წლის ბოლომდე  დასრულდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

„სამედიცინო დაწესებულება უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიებით აღიჭურვება და ის ინფექციური საავადმყოფოს სტანდარტებს სულად დააკმაყოფილებს. ამ სივრცეში განთავსდება თანამედროვე სტანდარტების,

მაღალტექნოლოგიური, როგორც მოზრდილთა, ისე ბავშვთა ინფექციური ცენტრი და მისი გუნდი. მოეწყობა უმაღლესი სტანდარტების მქონე ლაბორატორია, მიმღები და სტაციონარული განყოფილებები“,-განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მანამდე არსებული ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოს ახალ შენობაში ფუნქციონირება შემოდგომიდან უნდა დაეწყო.

შეგახსენებთ, რომ ტერიტორია, რომელზეც თბილისის ინფექციური კლინიკა ფუნქციონირებს, 2009 წლიდან „ავერსი ფარმას“ საკუთრებაა და ამ წლების განმავლობაში კომპანია ამ ტერიტორიის დაცლას ითხოვდა. რაც შეეხება ახალ შენობას, მასში გადასვლა ჯერ 2023 წლის გაზაფხულისთვის დაანონსდა, მიმდინარე წლის აპრილის დასაწყისში კი კლინიკის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ახალ შენობაში გადასვლის ვადად შემოდგომა განისაზღვრა.

jandacva.ge

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023