ჯანდაცვა
20/01/2023

კლინიკას, რომელიც მედპერსონალის მინიმალურ ხელფასს არ გადაუხდის, შესაძლოა საქმიანობა შეუჩერდეს

"თუკი დადასტურდება, რომ კლინიკის მენეჯმენტმა მედპერსონალს სამუშაო პირობები მინიმალური ხელფასის გადახდისგან თავის არიდების მიზნით გაუუარესა, სანქციები ამოქმედდება, "- ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ განაცხადა.

როგორც ცნობილია, ზურაბ აზარაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ არის სამწუხარო შემთხვევები, როდესაც კლინიკების ხელმძღვანელობას ექთნები იძულებით გადაჰყავს უფრო დაბალ პოზიციაზე, რათა მათ მინიმალური საათობრივი ანაზღაურება არ გადაუხადონ.

ბექა ფერაძე ადასტურებს, რომ მისი უწყების ცხელ ხაზზე და სხვა პლატფორმების საშუალებით ექიმებისა და ექთნების მხრიდან მსგავსი შინაარსის საჩივრები შევიდა. კერძოდ, ფერაძის თქმით, საჩივრებში საუბარია ექიმის ან ექთნის უფრო დაბალ პოზიციაზე გადანიშვნის შესახებ. მისივე განცხადებით, ამ საქმეებზე მოკვლევა უკვე დაიწყო და თუ ფაქტი დადასტურდა, ეს ჩაითვლება დარღვევად, რადგან დასაქმებულის სამუშაო პირობების გაუარესება მისი თანხსმობის გარეშე არ შეიძლება.

„თუ აღმოვაჩენთ, რომ ადამიანებს შრომითი პირობები გაუუარესდათ იმის გამო, რომ არ მიეღოთ კუთვნილი ხელფასები, ამას ბუნებრივია ჩავთვლით დარღვევად. დარღვევა გულისხმობს როგორც დაჯარიმებას, ისე თანხის დაკავებას. ასევე შეიძლება იყოს სამუშაო პროცესის შეჩერება – გააჩნია დარღვევის სიმძიმეს. იმ შემთხვევაში, თუ ეს ფაქტები დადასტურებულად იქნება, ჩვენ დავავალებთ სამედიცინო დაწესებულებებს, სრულად აანაზღაურონ ის თანხა, რომელიც დასაქმებულისთვის უნდა ჩაერიცხათ და ყოველი გადაცილებული დღისთვის იქნება თანხის 0,07%,“ – განმარტა ბექა ფერაძემ და მოუწოდა დასაქმებულებს, მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში შრომის ინსპექციის ცხელ ხაზზე 1575-ზე დარეკონ. მისი თქმით, ზარის ავტორის კონფიდენციალობა დაცულია.

რაც შეეხება მინისტრის განცხადებას, ზურაბ აზარაშვილის თქმით, მინიმალური ანაზღაურების სისტემის შემოღების შედეგად  ექთნის ხელფასი სულ მცირე 500, ხოლო ექიმის 1000 ლარი გახდა.

მისივე განცხადებით, ამ რეგულაციის აღსრულების მონიტორინგი შრომის ინსპექციას დაეკისრა. მართალია, ჯერ თვე არ დამთავრებულა და, შესაბამისად, არც ჩარიცხვებია და იანვრიდან ამოქმედებული წესის შესრულების შესახებ მონაცემები არ არსებობს, თუმცა მედპერსონალის მხრიდან შრომის ინსპექციაში საჩივრები უკვე შედის.

„ექთანს რომ რაღაც სხვა პოზიციაზე გადავნიშნავთ იმისთვის, რომ 500 ლარი არ მივცეთ ხელფასი, საერთოდ რა ეთიკურობაზე და ადამიანობაზე შეიძლება ვისაუბროთ? 150 ლარის დაზოგვის გამო… ამას შრომის ინსპექცია დეტალურად მიყვებაჩარიცხვები ჯერ არ ყოფილა, რადგან თვე ჯერ არ დასრულებულა და როცა გვექნება  პირველი შედეგები, შრომის ინსპექციას კონკრეტული რეაგირებები ექნება საკუთარი მანდატის ფარგლებში,“ – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

jandacva.ge 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023