ჯანდაცვა
06/09/2023

კომპანიების ნაწილმა ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზარზე საკუთარი წილი გაზარდა

ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზარზე კომპანიების წილების ცვლილებები ფიქსირდება. ცვლილებები მცირეა, თუმცა ტენდენცია თვალშისაცემია.

კერძოდ, ამ ბაზარზე მოქმედი, შედარებით მცირე წილის მფლობელი და შედარებით ახალი კომპანიები მომხმარებლების რაოდენობას ზრდიან, რასაც, როგორც თავად აცხადებენ, ხარისხზე აქცენტის გზით ახერხებენ. 

ჯანმრთელობის კერძო დაზღვევაზე მოთხოვნა ბოლო წლებში მცირე ტემპებით იზრდება. ამ ეტაპზე კერძო დაზღვევია მოსახლეობის 19%-ს აქვს და მოქმედი პოლისების რაოდენობა 700 ათასზე მეტია. დაზღვევის პროდუქტების მოხმარების ზრდასთან ერთად და ამ სფეროში გამოცდილების დაგროვების კვალდაკვალ, მომხმარებელთა ნაწილმა გააცნობიერა, რომ დაბალფასიანი დაზღვევა არასათანადო მომსახურების რისკებთან და დისკომფორტთანაა დაკავშირებული, ამიტომ ისინი აქცენტს ხარისხიან მომსახურებაზე აკეთებენ. თუმცა ეს ფასს ზრდის. 

2022 წლის 6 თვის მონაცემებით, ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზარზე ლიდერი კომპანიების წილი მოზიდული პრემიის მიხედვით ასეთია: ჯიპიაი 66,3 მილიონი (29%), იმედი ელი 42,6 მილიონი (18%), არდი 33,9 მილიონი (15%), თიბისი 15,1 მილიონი (6%),  პსპ 14,2 მილიონი (6%).

2023 წლის იგივე პერიოდში კი წილები ასე გადანაწილდა: „ჯიპიაი“ 74,7 მილიონი ლარი (27%, -2%), იმედი ელი - 52,8 მილიონი ლარი (19%, +1%), არდი - 45,7 მილიონი ლარი (16%, +1%), თიბისი 23,9 მილიონი ლარი (8%, +2%), პსპ - 18,7 მილიონი (7%, +1%).

2023 წლის 30 ივნისის მდგომარეობით ქვეყანაში 18 სადაზღვევო კომპანიაა რეგისტრირებული.

jandacva.ge

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023