ჯანდაცვა
15/02/2023

ქვეყანაში სახელმწიფო პედიატრიული კლინიკის შექმნა იგეგმება, სადაც ონკოლოგიური ცენტრი განთავსდება

ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრის მოსაწყობად სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ისრაელის „იხილოვის სამედიცინო ცენტრის“ დელეგაციამ, პირველადი სამოქმედო გეგმა წარმოადგინა, რომელიც კლინიკის ინფრასტრუქტურული მოწყობისა და საჭირო ადამიანური რესურსის მიმართულებით კონსულტაციებს მოიცავს. საუბარია კლინიკის დაგეგმარებასა და დიზაინზე, ასევე პალატებისა და ოთახების მოწყობის სტანდარტებზე.

„იხილოვის სამედიცინო ცენტრის“ წარმომადგენლების მიერ მომზადებული დოკუმენტის გათვალისწინებით, ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრი იქნება ახალი პედიატრიული კლინიკის ნაწილი, სადაც სამედიცინო სერვისების სრული სპექტრი ერთ სივრცეში განთავსდება. საუბარია, როგორც დიაგნოსტიკურ, ისე სამკურნალო მიმართულებებზე. პირველადი სამოქმედო გეგმის შემუშავებამდე „იხილოვის სამედიცინო ცენტრის“ დელეგაცია ორ დღიანი ვიზიტით საქართველოში იმყოფებოდა. სპეციალისტები ქვეყანაში არსებულ ინფრასტრუქტურულ, კლინიკურ და საგანმანათლებლო ბაზას გაეცნენ. ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრის მშენებლობის ინიციატივა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა 2022 წლის დეკემბერში გააჟღერა. შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომლის წევრებმაც გამოცდილების გაზიარების მიზნით შეხვედრები ისრაელში, წამყვან სამედიცინო დაწესებულებებში გამართეს. დაგეგმილია ვიზიტები ევროპის ქვეყნებშიც, სადაც ჯანდაცვის სამინისტროს სამუშაო ჯგუფი, ბავშვთა ონკოლოგიის მიმართულებით არსებულ პრაქტიკას გაეცნობა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 15 თებერვალს, მსოფლიოში ბავშვთა კიბოს საერთაშორისო დღე აღინიშნება. 

jandacva.ge 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023