ჯანდაცვა
19/06/2023

მთავრობა ღვიძლის ტრანსპლანტაციის ₾120 000-ის ღირებულების ოპერაციას სრულად დააფინანსებს

მთავრობა ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაციას სრულად დააფინანსებს. ამის შესახებ დღეს  საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი.
 
მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 10 საკითხი განიხილეს. განსახილველ საკითხთა შორის იყო „2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი, რომლის საფუძველზეც ჯანდაცვის სამინისტრო ღვიძლის ტრანსპლანტაციის ძვირადღირებულ ოპერაციას სრულად დააფინანსებს.
 
აქამდე მოქმედი პროგრამით, ღვიძლის ტრანსპლანტაცია დადგენილი ტარიფის ფარგლებში ფინანსდებოდა არა უმეტეს 70 000 ლარით, პაციენტის თანაგადახდის წილი კი, 50 000 ლარს შეადგენდა. მოქალაქეებისთვის ჯანდაცვის სერვისების ფინანსური ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, ღვიძლის ტრანსპლანტაციის კომპონენტს თანაგადახდის წილი მთლიანად მოეხსნა და ჯანდაცვის სამინისტრო მომსახურებას სრულად - 120 000 ლარით დააფინანსებს.
 
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ორგანოგადანერგილი პირები შშმ სტატუსის დადგენის უფლებით ვერ სარგებლობდნენ, რისთვისაც შესაბამისი ცვლილებები განხორციელდა მიმდინარე წლის იანვარში და ღვიძლის, გულის ან თირკმლის გადანერგვა მნიშვნელოვნად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის საფუძველს წარმოადგენს.
 
 
 
Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023