ჯანდაცვა
18/05/2023

ონკომედიკამენტების უცხოელ მწარმოებლებთან პირველ კონტრაქტებს სახელმწიფო მომავალ თვეში გააფორმებს

მომავალი თვიდან ჯანდაცვის სამინისტროს უკვე ექნება კონტრაქტები უცხოურ ფარმაცევტულ მწარმოებლებთან, რომლებისგანაც ონკოლოგიურ  პრეპარატებს პირდაპირ შეიძენს.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

აღნიშნული განცხადებით ის გამოეხმაურა ფარმაცევტული კომპანიების ნაწილის მიერ ონკოლოგიური მედიკამენტების მკვეთრი გაძვირების საკითხს და აღნიშნა, რომ პირდაპირი კონტრაქტები სამინისტროს ამგვარი საფრთხის თავიდან აცილებისა და მედიკამენტების ნაკლებ ფასად შემოტანის საშუალებას მისცემს. შედეგად კი, როგორც აზარაშვილმა აღნიშნა, მოიხსნება ონკოპაციენტების მედიკამენტების დაფინანსებაზე  დაწესებული წლიური ლიმიტი, რომელიც 25 ათას ლარს შეადგენს.

„ჩემი მოადგილე  იყო შვეიცარიაში 2 კომპანიაში, სადაც პირდაპირი მოლაპარაკებების საშუალებით მომავალი თვიდან გვექნება კონტრაქტები და სახელმწიფო, ჩვენი გათვლებით, 40-50%-ით  დაზოგავს ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ფასს. გვექნება შესაძლებლობა, მედიკამენტების 25 ათასლარიანი ლიმიტი, რაც ონკოლოგიურ პაციენტებზე გვაქვს დაწესებული, გავაუქმოთ მედიკამენტების ნაწილში,“ – განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ონკოლოგიურ მედიკამენტებზე დაწესებული 25-ათასლარიანი ლიმიტის გაუქმენას ონკოპაციენტები და ექიები ითხოვენ. მათი თქმით, დაფინანსება უნდა იყოს არა ფიქსირებული, არამედ უშუალოდ დიაგნოზზე და პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებაზე მიბმული.

jandacva.ge

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023