ჯანდაცვა
06/04/2023

პაციენტების ნაწილისთვის თანაგადახდის მოცულობა შემცირდება – ჯანდაცვის ასოციაციის პოზიცია

ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს მექანიზმი, რომელმაც „დიარჯის“ ფარგლებში მაღალი თანაგადახდის პრობლემა უნდა მოაგვაროს.

ამის შესახებ ჯანდაცვის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა მაია მახარაშვილმა jandacva.ge-ს განუცხადა. საუბარია იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც გარკვეული შემოსავალი უფიქსირდება და, შესაბამისად, თანაგადახდის წილიც ყველაზე მაღალი – 30% აქვთ. თუმცა ძვირადღირებული სამედიცინო სერვისების შემთხვევაში, მაგალითად მწვავე ანემიის პირობებში, რომლის მკურნალობის ღირებულება შეიძლება 3 ათას ლარსაც აღწევდეს, 900-ლარიანი ხარჯი დაბალი ან საშუალო შემოსავლიანი მოქალაქისთვის საკმაოდ დიდი თანხაა. როგორც მაია მახარაშვილი ამბობს, იყო შემთხვევები, როცა ასეთი მაღალი თანაგადახდის დროს ზოგიერთი პაციენტი გარკვეულ მკურნალობაზე უარსაც კი ამბობდა.

ეს იყო ერთერთი პრობლემა, რომლის მოგვარებასაც „დიარჯის“ ამოქმედების შემდეგ ჯანდაცვის ასოციაცია ითხოვდა. როგორც დღეს მაია მახარაშვილი ამბობს, ჯანდაცვის სამინისტრომ გაითვალისწინა ეს საკითხი და უკვე შეიმუშავა მექანიზმი, რომელიც თანაგადახდის „ჭერს“ ადგენს.

„ჩემთვის ციფრები უცნობია, მაგრამ ამ წესის პრინციპი ასეთია: დადგინდება, რომ პირობითად, თუკი თანაგადახდა 300 ლარს ასცდება, დანარჩენ თანხას სახელმწიფო დაფარავს და პაციენტს ამაზე მეტის გადახდა არცერთ შემთხვევაში არ მოუწევს,“ – აღნიშნა მახარაშვილმა. მისივე თქმით, „დიარჯის“ საკითხებში სამინისტროსთან საკმაოდ კონსტრუქციული და საქმიანი კომუნიკაციაა და უწყება ცდილობს, შექმნილი პრობლემების მოგვარებას.

მაია მახარაშვილი აცხადებს, რომ სამინისტროს გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში ელოდებიან, რის შემდეგაც თანაგადახდის პირობების დეტალები გახდება ცნობილი.

jandacva.ge

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023