ჯანდაცვა
29/09/2023

რა ბედი ეწევა იმ კლინიკების პაციენტებს, რომლებმაც რეანიმაციის სტანდარტი ვერ დააკმაყოფილეს

იმ კლინიკებს, რომლებმაც რეგულირების სააგენტოს 2023 წლის 1 სექტემბრამდე მიმართეს, თუმცა ვერ დააკმაყოფილეს სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობები, მიეცემათ უფლება, დაამთავრონ შემოწმების მომენტისთვის დაწყებული კლინიკური შემთხვევები.

აღნიშნულს ითვალისწინებს მთავრობის დადგენილება, რომელიც საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა.

„რეანიმაციული და ქირურგიული მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებებს, რომლებმაც… ახალი ნებართვის დანართის მოპოვების მიზნით, 2023 წლის 1 სექტემბრამდე მიმართეს სსიპ − სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს და ვერ მოიპოვეს ახალი ნებართვის დანართი, აქვთ შემოწმების მომენტისთვის დაწყებული კლინიკური შემთხვევების დასრულების უფლება.“ - ვკითხულობთ დადგენილებაში, რომლითაც კანონში შესაბამისი ცვლილებები შევიდა.

ცნობისთვის: რეანიმაციული სერვისის ყველა მიმწოდებელი ვალდებული იყო, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი რეანიმაციული მომსახურების სანებართვო პირობები, 2023 წლის 1 სექტემბრამდე დაეკმაყოფილებინა.

სტანდარტი აწესებს შესაბამის პირობებს რეანიმაციული განყოფილების ინფრასტრუქტურული მოწყობის, აღჭურვილობის, ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევების, სპეციალური ოპერატიული პროცედურების, მომსახურების ხარისხის, სამედიცინო პერსონალის რაოდენობისა და განათლების ვალდებულების კუთხით. სანებართვო პირობების გარეშე, კლინიკას რეანიმაციული მომსახურების მიწოდების უფლება არ აქვს.

რამდენმა კლინიკამ ვერ დააკმაყოფილა აღნიშნული პირობები - ჯანდაცვის სამინისტრო ამის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.

jandacva.ge

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023